|
2025-09-11 20:13:35, 1224 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაძე - ხაბეიშვილი ძალოვანებს 200 000 დოლარს სთავაზობდა, ახლავე ვთავაზობთ 400 000-ს – გამოვიდნენ და დაგვაკავონ
“ლევან ხაბეიშვილს აკავებენ იმის გამო, რომ მოუწოდა პოლიციელებს, ე.წ მილიციელებს, რომ 4 ოქტომბერს არ შეასრულონ უკანონო დავალება მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად. ის 200 000 დოლარს სთავაზობდა, ახლავე ვთავაზობთ 400 000-ს – გამოვიდნენ და დაგვაკავონ, ორმაგი მოგვცენ, არ გვეშინია რუსების.! ივანიშვილის რეჟიმს განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს.“ - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ ირაკლი ნადირაძის განცხადებით - “წარმოუდგენელი სიგიჟე მოვისმინეთ, ივანიშვილის რეჟიმისგანაც კი გასაკვირია. ლევან ხაბეიშვილი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ებრძოდა კორუფციას და ბევრი სკანდალური ფაქტი გახეთქილა მის მიერ და არაერთი თანამდებობის პირმა აგო მათ შორის პასუხი “ოცნებიდან” წასვლის შემდეგ და ფაქტი იყო წინა ბრიფინგი, რომ საკუთარი თავდაცვის მინისტრი დააკავეს და ლევან ხაბეიშვილს აკავებენ თურმე იმის გამო, მოუწოდა ე.წ პოლიციელებს, რომლებიც მილიციელებად არიან გადაქცეულები და ამ შავრაზმელებს, რომ არ შეასრულონ 4 ოქტომბერს უკანონო დავალება, მშვიდობიანი დემონსტრანტები არ დააბრმაონ, არ დაასახიჩრონ, არ დაარბიონ და ამის გამო სთავაზობდა 200 000 დოლარს, ახლავე ვპირდებით 400 000 დოლარს, ვინც არ შეასრულებს უკანონო დავალებებს, მარტო მე კი არა? ყველა ლიდერი ვპირდებით ორმაგს, გამოვიდნენ ახლა და დაგვაკავონ, ორმაგი მოგვცენ, არ გვეშინია ამ რუსების. ლევან ხაბეიშვილი კი არა, ყველა პოლიტიკოსი, ან ვინც იბრალებს პოლიტიკოსობას, ყველა რომ დაგვიჭიროთ, ივანიშვილის რეჟიმისთვის განაჩენი გამოტანილია და დამარცხდება ეს მარაზმი, რომელიც ამდენი წელია გრძელდება ამ ქვეყანაში.” - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ეწვია
ვაიმარის სამკუთხედის ელჩებმა საქართველოში ერთობლივი ქმედების პერსპექტივები განიხილეს
თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)