|
2025-09-10 15:22:38, 664 ნახვა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში ტექნოლოგიური კონფერენცია AI Innovate 2025 გაიმართა
საქართველოს ბანკი AI ინოვაციების მხარდაჭერასა და ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, თბილისში საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია AI INNOVATE 2025 ჩატარდა. ღონისძიების მიზანი ხელოვნური ინტელექტის შესახებ არსებული გლობალური ტენდენციების, სტარტაპების გამოცდილებისა და ინოვაციური ხედვების გაზიარება იყო. ღონისძიება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პროფესიონალებისთვის გამორჩეულ პლატფორმად იქცა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მსოფლიო მასშტაბით ცნობილმა ექსპერტებმა OpenAI-დან, კორნელის უნივერსიტეტიდან, SeedAI-დან, Armory Square Ventures-დან და სხვა. ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი OpenAI-ის ინჟინერის, კილან შულეს ჩართვა იყო, რომელმაც ყურადღება ხელოვნური ინტელექტის დანერგვისას ადამიანებზე მორგებულ მიდგომებზე გაამახვილა. მისი პრეზენტაცია ასევე შეეხებოდა თანამედროვე ორგანიზაციებში მონაცემების, ნდობისა და ინოვაციების თანაკვეთას. ღონისძიებაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ იმ ეკოსისტემის განვითარებას, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს აერთიანებს. გვჯერა, რომ AI მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სტარტაპებსა და ბიზნესებს საქართველოში ახალი შესაძლებლობების შექმნასა და გლობალურ დონეზე კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება,“ — განაცხადეს საქართველოს ბანკში. ღონისძიება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ბანკი ბიზნესის, კორნელის კომპიუტერული და ინფორმაციული მეცნიერებების კოლეჯის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)