|
2025-08-27 12:50:29, 1863 ნახვა
კალაძემ სამჯერ გასცა მეტრო „ახმეტელის“ მეორე ამოსასვლელის გახსნის პირობა, პირველად 2022 წლის მაისში
მერია მეტროსადგურ„ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელები მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დამატებითი ამოსასვლელების მოწყობა მეტროსადგურების განტვირთვასა და მგზავრთა უსაფრთხო, შეუფერხებელ გადაადგილებას ისახავს მიზნად. ანალოგიური დაპირება კახი კალაძემ 2022 წლის 5 მაიის მთავრობის სხომაზე გააკეთა. კალაძე მაშინ საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ამ პროექტის განხორციელებას 5-6 თვე დასჭირდებოდა კალაძის განცხადება 2022 წლის 10 მაისს თბილისის მთავრობის სხდომაზე. “პრობლემურია მეტროსადგურები „ვარკეთილი“ და „ახმეტელის თეატრი“, სადაც ჩასასვლელ-ამოსასვლელი ვერ ატარებს იმ მგზავრების ნაკადს, რომელიც მეტროპოლიტენს განსაკუთრებით პიკის საათებში იყენებს. ჩვენ ამ მიმართულებით დაწყებული გვაქვს მუშაობა, განსაზღვრულია პრობლემები და ვიცით, რა უნდა გაკეთდეს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. რასაც ვუყურებთ, მოკლევადიან პერსპეტივაში პრობლემაა ე.წ. ტურნიკეტები, რომელიც ვერ ატარებს პიკის საათში მგზავრთა გაზრდილ ნაკადს. აზიის განვითარების ბანკთან ერთად, ვმუშაობთ ასევე, რომ მოხდეს „ახმეტელის თეატრის“ მეორე ჩასასვლელის პროექტის დაფინანსება და განხორციელება. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა, მანამდე, მოკლევადიან პროცესში რაც გასაკეთებელია, ესაა თანამედროვე ავტომატური საკონტროლო გამშვები პუნქტების – ე.წ. ტურნიკეტების პროექტის განხორციელება”, – თქვა კალაძემ. მიხვდა რა კახი კალაძე რომ დაპირემისამებრ 6 თვეში დაპირებას ვერ შეასრულებდა, 2022 წლის 28 სექტემბერს განაცხადა რომ აღნიშნულ იტერიტორია სადაც კომუნისტების მიერ აშენებული მეორე გვირაბი ამოდის კერძო ტერიტორიაა. "კომუნისტების დროს იყო დაპროექტებული მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელი, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან, ამაზე მოგვიანებით მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას. გვინდა ამ პროექტის განხორციელება. მიმდებარე ტერიტორია გასხვისებულია, კერძო საკუთრებაა, მაგრამ მუნიციპალიტეტი, იქედან გამომდინარე, რომ ეს სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ამ ტერიტორიას დაიბრუნებს", - თქვა კახა კალაძემ 2022 წლის 28 სექტემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე. კალაძის განცხადება დღეს 2025 წლის 27 აგვისტოს თბილისის მთავრობის სხდომაზე „დამატებითი ამოსასვლელის მოწყობის შედეგად, გაუმჯობესდება საქვეითო მისაწვდომობა და მეტროსადგურების უახლოესი უბნები მიზიდულობის წერტილებად იქცევა, გახდება უფრო ადვილად მისადგომი. ასევე, გაიზრდება ქვეითთა უსაფრთხოება, მგზავრები მეტროსადგურებში ჩასვლა-ამოსვლას შეძლებენ უფრო სწრაფად და კომფორტულად. მოძრაობის განტვირთვის შედეგად, შემცირდება ნაკადებით გამოწვეული შეფერხება, როგორც მიმდებარე უბნებში, ისე მეტროსადგურების მიმდებარედ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან. გარდა ამისა, ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისა და ინკლუზიური ხელმისაწვდომობის მიზნით, გაუმჯობესდება შიდა და გარე წვდომა თბილისის რამდენიმე აღნიშნული მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების მოწყობა პროექტირების ეტაპზეა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შექმნილი კონცეფციის მიხედვით მზადდება. პროექტირება 2026 წლის დასაწყისისთვის დასრულდება, რის შემდეგაც, გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე. აზიის განვითარების ბანკს მადლობას ვუხდი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენთვის ამ ტიპის სამუშაოების განხორციელება მნიშვნელოვანია. გვახსოვს, პიკის საათებში მგზავრთა რაოდენობიდან გამომდინარე, პრობლემური იყო მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ შესვლა. შემდეგ გარკვეული პროექტი განვახორციელეთ და ამით აღნიშნული პრობლემა მოიხსნა, თუმცა მაშინვე დავაანონსეთ, რომ ახალი ჩამსვლელ-ამომსვლელების მოწყობის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნებოდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
2,7 მილიონი ლარის მიწის ნაკვეთების მითვისებისთვის 5 ადამიანს ბრალი წარედგინა
ზახაროვა: დასავლეთი საქართველოსთან ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, ჩვენთვის ეს მიდგომა უცხოა
რუმინეთის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, რუსეთის დრონის ფრაგმენტი იპოვეს
14-16 ნოემბერს, ExpoGeorgia-ს ორგანიზებით, თბილისის წიგნის დღეები 2025 გაიმართება- ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
ბიძინა ივანიშვილს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების რეგულირების სურს
რას ცვლის ქართული ოცნების რუსული პოლიტიკა ევროპაში
ომი უკრაინაში
მართლა დატოვა თუ არა ოქტომბერში რეკორდულმა რაოდენობამ უკრაინის შეიარაღებული ძალები ნებართვის გარეშე?
სუმის მახლობლად რუსული ჯარები დანაკარგებს განიცდიან დეზერტირებისა და მომზადების ნაკლებობის გამო, - ISW
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
პარტიების აკრძალვის მოსამართლეა კაცი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს როინ შავაძის საქმის პროკურორი იყო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)