15:36 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-10 16:59:38, 9680 ნახვა

სპორტი
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის B დივიზიონისთვის ემზადება - კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები FIBA U20 EuroBasket 2025-ის B დივიზიონში მიიღებს  მონაწილეობას. თამაში 11-20 ივლისს, ერევანში (სომხეთი)  გაიმართება.  საქართველოს ნაკრები ჯგუფში ავსტრიის, შვეიცარიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, დანიისა და ნიდერლანდების ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ტურნირის მთავარი მიზანი პირველი სამი ადგილის დაკავება და A დივიზიონში გადასვლაა. სწორედ ამ შედეგით დასტურდება მომავალი თაობის პროგრესი და ეროვნული კალათბურთის მაღალი სტანდარტები.

მოსამზადებელი ეტაპი გუნდისთვის განსაკუთრებით ინტენსიური და მრავალფეროვანი იყო. უკვე თვეზე მეტია, ნაკრები აქტიურად ემზადება.  სამზადისი გაიმართა მათ შორის ლატვიაში გამართულ შეკრებაზეც, სადაც კალათბურთელები ყოველდღიურ ტაქტიკურ და ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთად სხვადასხვა ამხანაგურ შეხვედრებში  ევროპული ნაკრებების წინააღმდეგ მონაწილეობდნენ. ამ მატჩებმა გუნდს მისცა გამოცდილება და ტურნირისთვის აუცილებელი სათამაშო რიტმი.

ნაკრების შემადგენლობა ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული – გუნდი, რომელიც მზად არის იბრძოლოს თითოეული თამაშისთვის და ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე.

FIBA U20 EuroBasket B დივიზიონი არის უმნიშვნელოვანესი ასპარეზი ახალგაზრდა ტალანტებისთვის და საქართველოსთვის – შანსი, დაამტკიცოს საკუთარი  ადგილი ევროპის კალათბურთის ელიტაში.

ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებს ევრობასკეტ 2025-ზე. კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics