16:09 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-07 16:21:39, 1386 ნახვა

ვარკეთილში შუა ხნის მამაკაცმა 27 წლის ბიჭის გაუპატიურება სცადა

ვარკეთილში,  დღეს დილით შუა ხნის მამაკაცი დაჭრეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თვითმხილველებმა აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დილის საათებში ახალგაზრდა ბიჭი ქუჩაში შიშველი  გავარდა და შველას ითხოვდა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ბიჭი ყვიროდა, რომ მისი გაუპატიურება მამაკაცმა სცადა და მან თავდაცვის მიზნით ის დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი და 27 წლის ბიჭი სასწრაფო დახმარებამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

"დილის 5 საათზე გაისმა მსხვრევის ხმა. მოულოდნელად ვიღაცამ დაიწყო ყვირილი ქუჩაში- ხალხო მიშველეთ დარეკეთ პატრულშიო. ბიჭი იყო შიშველი და გამვლელი მანქანების გაჩერებას  სცდილობდა და პატრულის გამოძახებას ითხოვდა.  05:05 წუთზე დავრეკე 112-ში და გამოვიძახე. მათ მოსვლამდე ვესაუბრე ბიჭს,  რომელმაც მითხრა, რომ ვარკეთილში საქეიფოდ იყო მოსული და შემდეგ, შუა ხნის მამაკაცმა გაუპატიურება დაუპირა, მან დაჭრა და ფანჯრიდან გადმოხტა. შემდეგ მოვიდა პატრული და სასწრაფო დახმარება და ორივე  ინგოროყვაში გადაიყვანეს. შუა ხნის მამაკაცს არ სურდა სასწრაფოს გაყოლოდა და წინააღმდეგობის გაწევა სცადა. პატრულის მოსვლისთანავე, ბიჭმა ამბის მოყოლა დაიწყო. ჩააცვეს ტანსაცმელი და წაიყვანეს", - ამბობს „ექსპრესნიუსთან“ საუბარში თვითმხილველი.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით აღიძრა, რაც ცემას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics