|
2025-05-13 14:42:52, 631 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია
ქალ აქტივისტებზე თავდასხმა ყველაზე სასტიკი ფორმებით არის იმის გამოხატულება, თუ რამდენად ბარბაროსული და ჩამორჩენილი გახდა ეს რეჟიმი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ის ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და „ტვ პირველის“ ოპერატორზე ფიზიკურ ძალადობას გამოეხმაურა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ცივილიზებული ფორმები დაკარგული აქვს, რაც მათ უკან მოუბრუნდებათ და ქვეყანა შეიძლება უმართავი გახდეს. „ეს არის იმის ნიშანი, რომ მათ ცივილიზებული ფორმები დაკარგული აქვთ. ეს მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ტრადიციებისთვის. ისინი დადიან ეკლესიაში, უჭირავთ უზარმაზარი სანთლები და ამ დროს სრულიად უდანაშაულო ქალების წინააღმდეგ მიდის ასეთი ბარბაროსობა. ეს შეიძლება მათ უკან მოუბრუნდეთ და ქვეყანა უმართავი გახდეს. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი“, - განაცხადა მან. სალომე ზურაბიშვილი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე 9 მაისს, მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმს დაესწრო. ზურაბიშვილის თქმით, მისთვის „გამაოგნებელია „ქართული ოცნების“ რეაქციები, როდესაც არის პირდაპირი მტკიცებულებები მისი მოღალატეობრივი საქმიანობის შესახებ“. „გამაოგნებელია მსუბუქი რეაქციები, რაც მოჰყვა იმას, რომ ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი იდგა წითელ მოედანზე. თურმე შეიცვალა გვარი და დღეს რომანოვია, როდესაც გუშინ იყო ფარცხალაძე. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ, რომ დასანქცირებაზე ვერაფერს ვერ იტყოდნენ და პირიქით, უნდა დაეცვათ ფარცხალაძე სანქციებისგან, რადგან მტკიცებულებები არ არსებობდა. დღეს, როცა არის მტკიცებულებები მისი მოღალატეობრივი საქმიანობის შესახებ, ერიდებიან პასუხისმგებლობას. ფარცხალაძის ყოფნა რუსეთში ნიშნავს, რომ მასთან ერთად რუსეთში გადავიდა ძალიან დიდი ინფორმაცია საქართველოს შესახებ და ამაზე ყველა უნდა ფიქრობდეს დღეს, განსაკუთრებით კი უწყებები, რომელთა პასუხისმგებლობაც არის ქვეყნის უსაფრთხოება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)