12:58 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-12 11:56:15, 807 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე - რომელ კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ, როცა ერთ საერთო განცხადებასაც ვერ აკეთებენ პოლიტიკურ საკითხზე

გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მიმდინარეობებში არასოდეს არ იყო და არ არის ერთიანობა არცერთ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა, უნდა არც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით - ერთი პატრონი ჰყავთ უცხოეთში, თუმცა ყველას საკუთარი განზრახვები აქვს, ვერ საუბრობენ, რადგან ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების წინ პარტიას „პატრონი“ რასაც ეტყვის, იმას გააკეთებს.

„გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მიმდინარეობებში არასოდეს არ იყო და არ არის ერთიანობა არცერთ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა, უნდა არც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ერთი პატრონი ჰყავთ, შიგნით, ბუნებრივად მოწინააღმდეგეები არიან. მათ არ აქვთ სურვილი საქართველოსა და მოსახლეობის მსახურების, ეს მათი ბუნებაა - წინააღმდეგობა, ერთმანეთის ჩაშვება, ლანძღვა-გინება.

რომელ კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ, როდესაც ერთ საერთო ტიპის განცხადებასაც ვერ აკეთებენ პოლიტიკურ საკითხზე. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ზოგი იძახის - „მივიღებ მონაწილეობას“, ზოგი - „არ მივიღებ“, ზოგი -„ჯერ არ ვიცი“, ზოგიც ამბობს, რომ „პატრონს უნდა ჰკითხოს“.

ერთი პატრონი ჰყავთ უცხოეთში, თუმცა ყველას საკუთარი განზრახვები აქვს, ვერ საუბრობენ, რადგან ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ და მეორე ის, რომ მათი პატრონი, რასაც ეტყვის არჩევნების წინ იმას გააკეთებენ, ასევე არის მესამე ვარიანტიც - რეგიონებში სიარული იმიტომ უნდათ, რომ უცბად რომ უთხრან მონაწილეობა მიიღეთო, ოფისები მაინც ჰქონდეთ გახსნილი წინასაარჩევნოდ“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics