|
2025-05-09 15:13:58, 762 ნახვა
პოლიტიკა
ლადო ბოჟაძე - ევროინტეგრაციის პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა
[ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა - ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის ახლაც მზად ვართ! ახლაც პირნათლად ვასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც ევროკავშირის წინაშე გვაქვს აღებული! სრულად ვაკმაყოფილებთ სტანდარტს, რასაც კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფო უნდა აკმაყოფილებდეს! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლადო ბოჟაძემ გააკეთა. განუცხადა. ბოჟაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან ადგილი აქვს უსამართლო დამოკიდებულებას, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია. “ჩვენ ჩვენის მხრივ ვალდებულებების შესრულებას ვაგრძელებთ. დემოკრატია საფრთხეში არ არის. კანონმდებლობა, რომელზეც თავის დროზე ევროკავშირი გვსაყვედურობდა, ევროკავშირმა ახლა თავად მიიღო. გამჭვირვალობის შესახებ კანონი ერთადერთ რამეს - სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობას ითხოვდა. ახლა ეს პროცედურა თავად ევროკავშირშია დაწყებული, ისევე როგორც საყვედურებს ვისმენდით აშშ-დან და აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა USAID და NED საერთოდ დახურა. ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტს, რასაც კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფო უნდა აკმაყოფილებდეს - მათ შორის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ჩვენ პრობლემა გვაქვს არა ევროკავშირთან, არამედ ევროკავშირის ბიუროკრატიასთან, რაც უკრაინის ომს და ასევე, იმ ცრუ მოლოდინებს უკავშირდება, რაც ევროკავშირის ბიუროკრატიას ჰქონდა. დარწმუნებული ვართ, უახლოეს მომავალში, როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, ეს დამოკიდებულება შეიცვლება“, - განაცხადა ბოჟაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)