|
2025-05-08 15:55:37, 705 ნახვა
პოლიტიკა
გიგი წერეთელი - მცირე დრო კიდევ არის, რომ საბოლოოდ აშშ - სთან ურთიერთობები არ დასრულდეს
მცირე დრო კიდევ არის, რომ საბოლოოდ ამერიკასთან ურთიერთობები არ დასრულდეს და ამის პირობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნებაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველა, ვინც ხელს უწყობს „არადემოკრატიული რეჟიმის დამყარებას, „MEGOBARI აქტი“-ს ამოქმედების შემდეგ სერიოზული სანქციების ადრესატი გახდება”. „ამ ვითარებაში, „MEGOBARI აქტი“- ს მიღება, კონგრესის უპრეცედენტო ორპარტიული მხარდაჭერა, უპირველეს ყოვლისა საქართველოს და ჩვენი ხალხის ცივილიზებული მომავლის მხარდაჭერაა. იმ ადამიანების და მათი ოჯახების თანადგომაა, ვინც თავისუფლებისა და ევროპული პერსპექტივის დაცვისთვის საპატიმროებშია გამომწყვდეული. ასევე, მათი ვინც თვეების განმავლობაში დემოკრატიული არჩევანის წართმევას აპროტესტებს. ეს აქტი ჩვენი კონსტიტუციის და მისი 78-ე მუხლის პატივისცემაა, რაც მკაფიოდაა აღნიშნული ამ დოკუმენტში. დღეს არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლები და ყველა, ვინც ხელს უწყობს არადემოკრატიული რეჟიმის დამყარებას, გზას უღობავს ევროპულ ინტეგრაციას და მხოლოდ რუსულ პერსპექტივას უტოვებს ქვეყანას, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სერიოზული სანქციების ადრესატი გახდება. ეს პროცესი მძიმე იქნება, არამხოლოდ კონკრეტული თანამდებობის პირების და და მათი გარემოცვისთვის, არამედ ქვეყანასაც აზარალებს. სამწუხაროდ, სხვა არჩევანი “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ არ დატოვა. ეს აქტი სენატშიც დიდ მხარდაჭერას მიიღებს და ტრამპიც ხელს მოაწერს. თუმცა, მცირე დრო კიდევ არის, რომ საბოლოოდ ამერიკასთან ურთიერთობები არ დასრულდეს და ამის პირობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნებაა. ეს საკითხიც ხაზგასმულია „MEGOBARI აქტში“ - სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენა, მეტი მხარდაჭერა თავდაცვის, განათლების, ეკონომიკური და სხვა სფეროებში, ხალხებს შორის უფრო აქტიური ურთიერთობები, რაც გამარტივებულ მიმოსვლას გულისხმობს და ბევრი სხვა რამ. რაც მთავარია, ამ ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების დროს, ძლიერი მეგობარი გვერდით. ამიტომ, სანამ საბოლოოდ ამოიწურება შესაძლებლობა და ეს სიკეთეები არ დაიკარგოს, არსებული ვითარება უმოკლეს დროში უნდა შეიცვალოს. ვინც გადაწყვეტილებას იღებს, მან კარგად იცის, რაც არის საჭირო. აგრესიით, რეპრესიით, პოლიტიკური პატიმრებით და თავისუფალ არჩევნებზე უარის თქმით არაფერი გამოვა და ვითარება უფრო დამძიმდება. ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ უნდა იზოლაციაში და ერთპარტიულ ავტოკრატიაში ცხოვრება, ამიტომაა პროტესტი თვეებია და არ ქრება. რაც ხალხს სურს, ის მოხდება საბოლოოდ. ასეთია ისტორიული გამოცდილება”, - განაცხადა წერეთელმა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)