|
2025-05-08 15:55:09, 672 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ზურაბიშვილს 2011 წლის 26 მაისის სცენარის გამეორება უნდა
სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მომხდარიყო. იმ სცენარის გამეორება უნდა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს მოხდა, როდესაც სახელმწიფო მომიტინგეებს ბრუტალურად დაუპირისპირდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ისეთი დაპირისპირება მოხდეს, სადაც სისხლი დაიღვრება. თუ ამ ამოცანის შემსრულებელი სააკაშვილის ხელისუფლება გლობალური ოლიგარქიის ფავორიტი იყო, დღეს მისი ადგილი სალომე ზურაბიშვილმა დაიკავა. „საყოველთაო დღესასწაულის მიტაცება ვერ შედგება. 9 აპრილის თემაზე პაატა ბურჭულაძე გამოვიდა. ბურჭულაძე პუტინს პირისპირ, რამდენიმე მეტრში მდგომი უმღეროდა და მისგან აპლოდისმენტებს იღებდა, ეს ყველაფერი ომის შემდეგ ხდება. მერე თანამდებობებზე მუშაობდა და დღეს ორპირი განცხადებებით თავს გვაწონებს, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მეომარი. ასეთივეა სალომე ზურაბიშვილიც, ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მომხდარიყო, იმ სცენარის გამეორება უნდა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს მოხდა, როდესაც სახელმწიფო მომიტინგეებს ბრუტალურად დაუპირისპირდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, დარწმუნებული ვარ, რომ ესეც სცენარი იყო, რათა ის მომხდარიყო, რაც მოხდა და საქართველოში კიდევ ერთხელ დამტკიცებულიყო, რომ აქ არის სადისტური მმართველობა, რომელიც უკან არაფერზე არ დაიხევს. ამ 26 მაისსაც ასეთივე სურათის შექმნა უნდათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. მისი თქმით, 26 მაისს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქციის ჩატარება უნდათ. „ეს თარიღი, წესით, გამაერთიანებელი უნდა იყოს. მორალურის გარდა, ბოროტი სცენარის ნაწილია, როდესაც სურთ, დაპირისპირება იყოს, რადგან გეგმა ვერ შეასრულეს. სალომე ზურაბიშვილი „მაკკეინის ინსტიტუტის“ თანამშრომელია. „მაკკეინის ინსტიტუტი“ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასაც უპირისპირდება და პირდაპირ გამოხატავს ინტერესს, რომ საქართველოში სისხლისღვრა მოხდეს. ყველაფერი ამისკენ არის მიმართული. 26 მაისს იქნება, 27 მაისს თუ ნებისმიერ სხვა დროს, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, როგორმე მოხდეს ისეთი დაპირისპირება, სადაც სისხლი დაიღვრება. ამოცანა ეს არის. თუ ამ ამოცანის შემსრულებელი სააკაშვილის ხელისუფლება გლობალური ოლიგარქიის ფავორიტი იყო, დღეს მისი ადგილი სალომე ზურაბიშვილმა დაიკავა. უბრალოდ, სახელმწიფოა სხვა, სახელმწიფოს დამოკიდებულება თავისი ქვეყნის ინტერესების მიმართ აბსოლუტურად სხვაა. დღეს ამ სცენარის მიხედვით გადაწყვიტეს, იგივე მდგომარეობა შექმნან, რაც იმ სადისტური მმართველობის პერიოდში იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)