|
2025-05-05 16:23:26, 701 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - მავნებლები ჯერ კიდევ ფართხალებენ, მათ შორის სამეგრელოში
მავნებლები ჯერ კიდევ ფართხალებენ, მათ შორის სამეგრელოში, ქმნიან ილუზიას, რომ რაღაცას წარმოადგენენ, უნდა იცოდნენ, რომ ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა. კერძოდ, წულუკიანმა კითხვით მიმართა კომისიის სხდომაზე ლაშა არქანიას, რომელიც კომისიის სხდომაზე იმყოფება. „დღეს ხომ არ გემუქრებათ ვინმე ან რამე, რადგან ეს მავნებლები ჯერ კიდევ ფართხალებენ, მათ შორის სამეგრელოში, ქმნიან ილუზიას იმის თაობაზე, რომ საერთოდ რაღაცას წარმოადგენენ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებთ, ვიდრე ისინი ფართხალებენ. მათი არსებობა ჩვენი არსებობის პირდაპირ პროპორციულია. ჩვენ ვართ ჯარისკაცები, არსად წასვლას არ ვაპირებთ, ვიდრე ისინი არ განადგურდებიან. შესაბამისად, ხომ არ არის მაინც რაღაც საფრთხე, თუნდაც მოჩვენებითი, რადგან ამდენ ჭირ ვარამ გამოვლილ ადამიანს შეიძლება, მეტად ალესილი გქონდეს მგრძნობელობა სხვადასხვა მხრიდან მომდინარე საფრთხეებისადმი. ხომ არ არის ასეთი, რომ საჯაროდ ვუთხრათ საზოგადოებას და ჩვენც ვიცოდეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. ამასთან, თეა წულუკიანის თქმით, კომისიის დასკვნით უნდა დადგინდეს ფაქტი, რომ „რეჟიმს ჰყავდა მსხვერპლები“. „როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენების, მათთვის პატივის მიგების. მსხვერპლებისთვის პატივის მიგების ფაქტს არ გვპატიობენ არც ერთს, მათ შორის, არც მე და არც ჩემს რომელიმე თანამებრძოლს. არადა, დასკვნა, რომელიც კომისიამ უნდა დადოს და მთელი საქმიანობა, რასაც „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეწევა, მიმართულია იქით, რომ დადგინდეს ფაქტი, იმ რეჟიმს ჰყავდა მსხვერპლები, უფრო მეტიც – მოკლული, ნაწამები მსხვერპლები. ზოგი მსხვერპლი დღეს ცოცხალია, მაგრამ ისეთ უბედურებაში გაიარა, ხანდახან ეჭვი გაგიჩნდება ადამიანს, კი მოძრაობს, დადის, ცხოვრობს, მაგრამ, რეალურად, ცოცხალია? ის ცოცხალი ცხოვრებით ცხოვრობს თუ არა? ასეთი მსხვერპლებიც შეგვხვედრია, სამწუხაროდ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)