|
2025-05-03 14:07:35, 951 ნახვა
პოლიტიკა
გახარიას პარტიის წევრი - ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, რომელიც დაინიშნება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ჩვენი პარტია ემზადება ნებისმიერი არჩევნებისთვის, რომელიც დაინიშნება ქვეყანაში, რადგან არჩევნები გახლავთ დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რათა ქვეყანაში ცვლილებები მშვიდობიანი გზით განხორციელდეს - ამას მოვუწოდებთ სხვა პარტიებსაც, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის არაერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თუმცა ორი საკითხის გარშემო ერთიანდებიან - პატიმრების გათავისუფლება და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღდგენა. „ჩვენი პოლიტიკური ძალა ყოველთვის აცხადებდა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე, გარდა იმისა, რომ არსებობს კოორდინაცია ორ საკითხზე, ესენია პატიმართა მდგომარეობა და მათი უპირობო გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის გზით ევროპული მომავლის აღდგენა. ამის მიღმა, ოპოზიციურ ფლანგში არის ძალიან ბევრი ფასეულობითი განსხვავება, მათ შორის ჩვენი და სხვა პარტიების მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებითაც. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა წავართვათ ივანიშვილს ფული და ძალაუფლება. ჩვენ მივყვებით ჩვენს მკაფიო დღის წესრიგს და ვცდილობთ მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი აღდგეს“, - განაცხადა ხვედელიანმა. ხვედელიანმა ასევე აღნიშნა, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და მისი ამომრჩევლისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაზე საუბარი მათთვის წითელი ხაზის გადაკვეთას წარმოადგენს. „ჩვენ კოალიციურ ფორმატს არ განვიხილავთ და არ ვიქნებით მისი ნაწილი. ჩვენთვის ყოველთვის წითელი ხაზი იყო ნებისმიერ ფორმატში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახის კოალიციაზე საუბარი. ეს არის წითელი ხაზი ჩვენი ამომრჩევლისთვისაც და მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია მათთან. პატიმრების გათავისუფლებასა და ჩვენი ევროპული მომავლის გამოცოცხლებასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა კოორდინაცია გვაქვს სხვა პარტიებთან“, - განაცხადა ხვედელიანმა.
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
პუტინისტმა ფიფიამ პროპაგანდისტულ СОЛОВЬЁВ LIVE -ს ეთერში რუსეთ-საქართველოს დალაგებად ურთიერთობაზე და "გეორგიევსკის" ქვედანაყოფზე ისაუბრა
მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ, ადგილზე ხმაურიც იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)