|
2025-04-30 15:35:06, 918 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს და ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ბრიფინგი გამართა, რომელზეც, მათ შორის, 26 მაისზე ისაუბრა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, 26 მაისისთვის მზადება უკვე დაწყებულია. „ჩვენი პლატფორმა აწყობს 26 მაისის მოსამზადებელ კომისიას, სადაც ყველანი შემოვლენ. ეს არ იქნება პლატფორმის კომისია, არამედ ყველა იმ ძალების, რომლებიც დღეს არიან წინააღმდეგობის ძალები, რამეთუ ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს და ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ბოლო თვეების რეპრესიები იმის მაჩვენებელია, რომ რეჟიმი ვერ უმკლავდება სიტუაციას და მხოლოდ ამით ცდილობს თავის გამყარებას. „ჩხრეკები, რეიდები სრულიად წარმოუდგენელია ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ, დიდი ხანია, ჩვენ აღარ ვითვლებით ნორმალური ქვეყნების რიგებში. ბოლო თვეების რეპრესიები იმის მაჩვენებელია, რომ რეჟიმი ვერ უმკლავდება სიტუაციას და მხოლოდ ამით ცდილობს თავის გამყარებას. ყოველდღიურად ჩანს, რეჟიმი ვერც პროტესტის საბოლოო ჩქარობას აღწევს, ვერც ხალხის საბოლოო დაშინებას, ვერც იმას, რომ რეჟიმი შინაგანად გაამყაროს. ჩვენ ვხედავთ, რომ რყევები ძლიერდება. ადამიანები ტოვებენ, ადამიანები გადიან ამ რეჟიმის პირველი წრიდან სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ის, რომ ამ რეჟიმის უახლოესი პირები ამ ბოლო პერიოდში თამაშიდან გავიდნენ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეს რყევები. ეს არის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც რეჟიმები თავიანთ დასასრულს უახლოვდებიან“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა. სანქციების გავლენებზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ისინი ახდენენ გავლენას იმ ადამიანებზე, რომლებიც პირველი წრის ადამიანები არიან. „ადამიანებზე, რომლებსაც დიდი დოვლათი აქვთ დაგროვებული, მათზეა ყველაზე სერიოზული შედეგები, პირველ რიგში, იმ ადამიანზე, რომელიც დღეს არის თავისი სიმდიდრით იზოლირებული და პრაქტიკულად ვერ სარგებლობს ამ თანხებით. ამაზე ცალკე ინფორმაცია გვექნება, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)