|
2025-04-30 12:13:56, 638 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - სუს-ის ანგარიში კიდევ ერთი გალაშქრებაა დასავლური სამყაროს წინააღმდეგ
ყველა რეპრესიული და ავტორიტარული რეჟიმის სტილი გახლავთ, რომ მუდმივად მიმართოს ძალადობრივ აქციებს და რეპრესიებს ადამიანების წინააღმდეგ, რათა მუდმივად დათესოს შიში საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ესეც ამის შემადგენელი ნაწილი იყო, - ასე გამოეხმაურა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებს. როგორც ფავლენიშვილი განმარტავს, საზოგადოებას ისეთ ქვეყანაში უწევს ცხოვრება, სადაც პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების დახმარება ცუდ ქცევად ითვლება. „დილის 08:00 საათზე, 7 თვის ორსულ ქალს, რომელიც მარტოა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, სახლში რომ არ უნდა შეუვარდე და არ უნდა დააწიოკო, ამაზე საუბარს საქართველოში არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური და არც მორალური არგუმენტაცია არ სჭირდებოდა. ახლა თუ დასჭირდა ივანიშვილს საქართველოში, მაშინ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს „ოცნების“ სრულ ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ ბუნებას. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, რას საქმიანობდნენ ეს ფონდები, ისინი ადამიანებს ეხმარებოდნენ. საქართველოში პატიმრების, დაზარალებულების დახმარება ყოველთვის ითვლებოდა შესაქებ საქმიანობად. სამწუხაროდ, ისეთ ხელისუფლების პირობებში ვცხოვრობთ, რომლისთვისაც პოლიტპატიმრების, პატიმრების ოჯახის წევრების, გაჭირვებული ადამიანების დახმარება საბოტაჟია და 08:00 საათზე დილით, ფეხმძიმე ქალის დაწიოკება, რომელიც მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფება, ეს მისაღები ქცევაა, ეს არის სამწუხარო რეალობა ივანიშვილის საქართველოში და ამ რეალობის შეცვლა სურს ქართველ ხალხს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა. ის ასევე გამოეხმაურა სუს-ის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, „პირთა გარკვეული ჯგუფი სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას გეგმავდა, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო“. „სუს-ის ანგარიშით კიდევ ერთხელ ჩანს, რაც ამ დე-ფაქტო ხელისუფლებისთვისაა დამახასიათებელი, რომ მთავარ გამოწვევაზე, მთავარ საფრთხეზე საუბრისას ისინი აქცენტს აკეთებენ არა რეალურ საფრთხეზე და გამოწვევაზე რუსეთის იმპერიის სახით, რომელიც არა ბოლო ათწლეულების, არამედ ბოლო საუკუნეების მანძილზე გვაქვს, არამედ ისინი საუბრობენ ჩვენს პატრიოტ, მეგობარ ქვეყნებზე, დასავლურ სამყაროზე, რომლებიც თითქოს, ქვეყანაში შექმნილი არეულობების უკან არიან, რაც კიდევ ერთხელ გალაშქრებაა დასავლური სამყაროს წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ რუსული იმპერია თვითონ იყენებს ამ მიტაცებულ ინსტიტუციებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებად“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)