|
2025-04-29 17:19:14, 658 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია ავტომობილების რეცხვაში 10 თვეში 45 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია ავტომობილების რეცხვაში 10 თვეში 45 880 ლარის დახარჯვას გეგმავს. გამოცხადებულ ტენდერში შპს დამაკ ლონდინგმა გაიმარჯვა. ტენდერი 55 ათას ლარზე იყო გამოცხადებული თუმცა კომპანიამ მომსახურების გაწევა 45 ათასად შეთავაზა. ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად მანქანების რეცხვა და მსგავსი მომსახურებები მოიცავს მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მაღალი გამავლობის (ჯიპის ტიპის) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მიკროავტობუსის რეცხვისა და ქიმწმენდის მომსახურებას. რეცხვის მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ შესაბამისი საბარათე სისტემის მეშვეობით შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსამრეცხაოში მისვლიდან არაუგვიანეს 1 საათის განმავლობაში; ქიმიური წმენდის მომსახურება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში. ავტოსამრეცხაო ობიექტებზე რეცხვითი მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი უნდა იყოს ყოველდღე 08:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე (მათ შორის უქმე დღეებში); პრეტენდენტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სამრეცხაოებიდან მინიმუმ ერთი უნდა მდებარეობდეს ადმინისტრაციის შენობიდან (ქ. თბილისი, ათონელის ქუჩა N25) არაუმეტეს 8 (რვა) კილომეტრის რადიუსის დაშორებით. 8 ცალი მაღალი გამავლობის ავტომანქანა უნდა გაირეცხოს გარედან და შიგნიდან 70-ჯერ 2025 წლის განმავლობაში. აღნიშნული მანქანების ძრავები 4 ჯერ იგივე პერიოდში. ქიმწმენდა კი ავტომობილებს წელიწადში 2-ჯერ უნდა ჩაუტარდეს. 70-ჯერ უნდა გაირეცხოს 12 ცალი მსუბუქი (სედანი) ავტომანქანა. ძრავები 4-ჯერ, ქიმწმენდა კი ამ შემთხვევაშიც 2 -ჯერ უნდა ჩაუტარდეს. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, 2 ცალი მიკროავტობუსი სამგზავრო და სატვირთო, 2025 წლის განმავლობაში უნდა გაირეცხოს 10-ჯერ. ძრავის რეცხვა უნდა განხორციელდეს 2-ჯერ. მიკროავტობუსის ქიმწმენდა კი 2-ჯერ უნდა ჩატარდეს. რაც შეეხება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს დამაკ ლონდინგი 2021 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი და 100 % წილის მფლობელი ბექა ნიკოლაიშვილია. მისი სახელი ფიქსირდება პარტიების შემოწირულებებში. 2016 წელს მას თავისუფალი დემოკრატებისთვის აქვს შეწირული 25 ათასი ლარი. მის სხვადასხვა კომპანიებს 2 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული.
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)