|
2025-04-25 12:06:57, 1151 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშილი პოლიტიკიდან მიდის
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშილი "ქართულ ოცნებას" ტოვებს და პარტიიდან მიდის. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს მინდა გაგაცნოთ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება. ბოლო რამდენიმე კვირაა არ წყდება სპეკულაციები ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ არსებულ შეკითხვებს გავცე ამომწურავი პასუხები. დღემდე თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს, კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა - ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, ჩემი მთავარი მოტივაციაც, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი პატრიოტის, ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარული და აქედან გამომდინარე, ჩემი გულწრფელი და ძლიერი სურვილი, რომ ერთი მყარი აგური მეც დამედო ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ საქმიანობაში პარტიის დაფუძნებიდან, 2012 წლიდან იყო ჩართული ორ-ორჯერ იკავებდა როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოსტებს. უფრო კონკრეტულად, 2012-2013 წლებში ის იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, 2013 წლის 20 ნოემბერს პირველ ჯერზე დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად. ამ პოსტს 2015 წლის 30 დეკემბრამდე იკავებდა. ასევე, 2013-2015 წლებში იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე. ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე. 2024 წლის 1 თებერვალს ღარიბაშვილი „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს.
ტრამპის გუნდის ყველა წევრი არ იზიარებს მის სურვილს, მიითვისოს გრენლანდია - CNN
პროკურატურა - ტყიბულში, ერთ-ერთ რესტორანში შსს-ს თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა ორმა პირმა ჯგუფურად იძალადეს დაცვის პოლიციის ორ თანამშრომელსა და კიდევ ერთ პირზე
ესპანეთში სამ დღეში მეორე სარკინიგზო ავარია მოხდა, არის მსხვერპლი
ტრამპის ვიზიტი დავოსში პრეზიდენტის თვითმფრინავის ტექნიკური პრობლემების გამო გადაიდო
|
რედაქტორის რჩევით
ევროპის წარმატება: რა შეაფასა ტრამპმა არასაკმარისად და როგორ უპირისპირდება ევროკავშირი აშშ-სა და ჩინეთს
ლოყააწითლებული დგებუაძე რეჟიმის შს მინისტრმა ახალ თანამდებობაზე დანიშნა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს
უკრაინულმა და ამერიკულმა დელეგაციებმა შეხვედრა გამართეს შეერთებულ შტატებში
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)