|
2025-04-23 12:34:56, 801 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - ეუთოს გენერალურ მდივანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე
ამ ვიზიტის და მისი განცხადებების შედეგად, რა თქმა უნდა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, - ასე აფასებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი, საქართველოში ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს ვიზიტსა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში კარგად აღიქვამდნენ იმ საფრთხეს, რომელსაც „წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპული უსაფრთხოებისთვის“. „როდესაც ქვეყანაში დიქტატურა მყარდება და სამოქალაქო პოლიტიკური უფლებები ყოველდღიურად ნადგურდება და იზღუდება, ამ დროს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ინსტიტუციის ყველა წარმომადგენელი უნდა იყოს ადეკვატური შექმნილ გარემოში. ეს, მათ შორის, მნიშვნელოვანი იქნება უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმიტომ, რომ დემოკრატიული სისტემების ავტოკრატიულისკენ ცვლილება აბსოლუტურად ყველასთვის გამოწვევაა. ამ ვიზიტის და მისი განცხადებების შედეგად, რა თქმა უნდა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის. თუმცა, ფაქტია, რომ ივანიშვილის რეჟიმი ვერ აღწევს იმ ლეგიტიმაციას და იმ აღიარებას, რასაც ის ესწრაფოდა დასავლურ სამყაროში ასეთი იზოლირებული და სანქცირებული დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს არასდროს ჰყოლია მისი უახლოესი ისტორიის მანძილზე. [საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით] ეუთო/ოდირის დასკვნაშიც ხაზგასმული იყო ის, რომელზედაც საუბრობდა ოპოზიცია, თუ არასამთავრობო სექტორი, თუმცა ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, სადაც დასავლური კურსი შეიცვალა, ევროპული ინტეგრაცია შეჩერდა, ადამიანები აწამეს, არაადამიანურად მოეპყრნენ და ამის შემდგომ ერთი ადამიანის იდენტიფიცირება, დასჯა არ მომხდარა, გვყავს ათეულობით პოლიტიკური ტყვე. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე, მხოლოდ საარჩევნო ფაქტორი არ არსებობს. იმისთვის, რომ კარგად აანალიზებდე ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას, უფრო კონკრეტულად უნდა აღვიქვამდე პროცესს და დასკვნების გასაკეთებლად საარჩევნო პროცესი არ არის აუცილებელი“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი - ALDE Party
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)