|
2025-04-21 15:08:33, 706 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე - მშვიდობა და სტაბილურობა, ბოლო 13 წელია, უწყვეტად აქვს ქვეყანას
13 წლის წინ დაფუძნდა ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც, ფაქტობრივად, რამდენიმე თვეში შეძლო, დაემარცხებინა „ნაციონალური მოძრაობა“, სისხლიანი რეჟიმი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა. ბოჟაძის თქმით, 13 წლის თავზე დღეს საქართველო ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანაა, როგორიც არასდროს ყოფილა. „ყველა წარმატება, რაც ევროკავშირთან გვაქვს, სწორედ „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება. ბუნებრივიამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მზად ვიყოთ, სხვა კანდიდატ სახელმწიფოებს შორის ყველაზე მომზადებული ვიყოთ. ყველაზე მთავარი, რაც უნდა აღინიშნოს, ის მშვიდობა და სტაბილურობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ბოლო 13 წელია, უწყვეტად აქვს და განსაკუთრებით სწორედ სამი წელი იყო ყველაზე მძიმე ჩვენს ქვეყანაში, რათა შეგვენარჩუნებიანა მშვიდობა და სტაბილურობა. ბოლო ოთხი წელია, ეკონომიკაში, ფაქტობრივად, ორნიშნა ზრდა გვაქვს. 10 ათას დოლარს გადააჭარბებს შემოსავალი წელს უკვე თითოეულ მოქალაქეზე და მომავალ წლებშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ და ქვეყნის წინსვლა და განვითარება გავაგრძელოთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ. დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა.
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)