21:37 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-18 15:23:02, 640 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია და ეს უკვე სიგნალია!

ივანიშვილის და მისი რეჟიმის გამო, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია და ეს უკვე სიგნალია! - ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის ჩვენი ევროპული პასპორტი და ამის გაუქმება ნიშნავს, რომ ივანიშვილი საქართველოს ტოვებს მარტოს, დაუცველს და გარიყულს, - ამის შესახებ “სტრატეგია - აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება გვართმევს იმას, რაც ერთად მოვიპოვეთ“.

“ივანიშვილის და მისი რეჟიმის გამო ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია და ეს უკვე სიგნალია! „ქართული ოცნება“ გვართმევს იმას, რაც ერთად მოვიპოვეთ. ჯერ გვეუბნებიან: „ვიზალიბერალიზაცია დიდი არაფერია“- ეს სიტყვები შემთხვევით არ თქმულა, მათ უნდათ, დაგვათმობინონ ის, რაც თავისუფლების სიმბოლოა. ამ ყველაფრის უკან კი ერთი მიზანია - საზოგადოება შეეგუოს უარესს და მოამზადონ ნიადაგი უვიზო მიმოსვლის გაუქმებისთვის.

რატომ? იმიტომ, რომ იბრძვიან არა ხალხის, არამედ საკუთარი ძალაუფლებისთვის. ამიტომ ებრძვიან ევროპას, ამიტომ დევნიან პროდასავლურ ახალგაზრდებს, ამიტომ იღებენ „რუსულ კანონებს“.

ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის ჩვენი ევროპული პასპორტი და ამის გაუქმება ნიშნავს, რომ ივანიშვილი საქართველოს ტოვებს მარტოს, დაუცველსა და გარიყულს. რაში გვჭირდება რეჟიმი, რომელიც ევროპასთან უვიზო მიმოსვლას საფრთხის ქვეშ აყენებს, ძალადობს მოქალაქეებზე და ძარცვავს ხალხს?”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics