12:00 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-18 15:19:36, 604 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - რადიკალური ოპოზიცია პარტნიორებს არწმუნებს, რომ საჭიროა სრული საბოტაჟი

რადიკალური ოპოზიცია პარტნიორებს არწმუნებს, რომ საჭიროა სრული საბოტაჟი, ეკონომიკური დარტყმები , რათა კრიზისულმა სიტუაციამ დესტაბილიზაციისთვის კიდევ უფრო მეტი მუხტი მოიტანოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მრავალმილიონიან დახმარებას აძლევს სირიას, სადაც მოწინააღმდეგეების ხოცვა ჩვეულებრივი ამბავია, საქართველოს შემთხვევაში სანქციების პოლიტიკას მხარს უჭერს.

„ბჭობა მიდის, რომ რევოლუციის მათმა გეგმამ ვერ გაამართლა და ახლა საქართველოს ხელისუფლების მიმართ საჭიროა უფრო ხისტი დამოკიდებულება. რასაკვირველია, მოგონილი მიზეზებით ასეთი გადაწყვეტილებების მიღების სურვილი და ინტერესი აქვთ. ამაში აქტიურად ჩართულია რადიკალური ოპოზიცია. ისინი პარტნიორებს არწმუნებენ, რომ საჭიროა სრული საბოტაჟი, ეკონომიკური დარტყმები და საქართველოში ისეთი ვითარების შექმნა, რომ კრიზისულმა სიტუაციამ რადიკალურ ოპოზიციას დესტაბილიზაციისთვის კიდევ უფრო მეტი მუხტი მოუტანოს და ბოლოს და ბოლოს, ეს რევოლუციური სცენარი შედგეს. ამან დღემდე არ გაამართლა და ამასთან დაკავშირებით თავის პოლიტიკურ ინტერესს ვერც გერმანია და ვერც მთლიანად ევროკავშირი ვერ მალავს. ევროკავშირი მრავალმილიონიან დახმარებას აძლევს სირიას, სადაც მოწინააღმდეგეების ხოცვა ჩვეულებრივი ამბავია, მათ შორის ბავშვების. ამ ფონზე კი, საქართველოს შემთხვევაში სანქციების პოლიტიკის მხარდაჭერა ხდება. შოლცის მთავრობის ინერცია გრძელდება, თუმცა ეს მხოლოდ შოლცის მთავრობა არ არის, ეს არის ადამიანების დიდი გუნდი, ვინც საქართველოსთვის ზიანის მისაყენებლად დარაზმულები არიან. ეს ბოროტი პრაგმატიზმია“, – განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics