|
2025-04-18 10:32:23, 3518 ნახვა
მოლდოვაში ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს ჩატარდება
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს ჩატარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოქმედმა პარლამენტმა დაამტკიცა. მოლდოვის მომავალი არჩევნები გადამწყვეტი იქნება ქვეყნისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ არის საფრთხე პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპულმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში ადგილები დაკარგოს. ამან კი შესაძლოა, მოლდოვის პოლიტიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეცვალოს. პარლამენტის სპიკერის იგორ გროსუს განცხადებით, სექტემბრის არჩევნები იქნება გადამწყვეტი ქვეყნის მომავლის ფორმირების პროცესში. სანდუს პარტიის მთავარი მოწინააღმდეგე ყოფილი გენერალური პროკურორი, პრორუსული პარტიის ლიდერი ალექსანდრ სტოიანოგლოა, რომელიც გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ მცირე სხვაობით დამარცხდა პროევროპელ მაია სანდუსთან. 2024 წელს 50.46% და 49.54% - სხვაობა 12 ათასი ხმა - შედეგების სრულად დათვლის შემდეგ, მოლდოვის რეფერენდუმში ევროკავშირის შესახებ პროევროპულმა მხარემ, რომელსაც მხარს უჭერდა მოქმედი პრეზიდენტი და მთავრობა, იმაზე მცირე სხვაობით მოიგო, ვიდრე ამას წინასწარი გამოკითხვები აჩვენებდა. რეფერენდუმში მოლდოველებს ჰკითხეს, სურთ თუ არა კონსტიტუციაში ჩაიწეროს მუხლი ევროკავშირის წევრობის შესახებ. სოციოლოგიური გამოკითხვები რეფერენდუმამდე პროევროპელების უფრო დამაჯერებელი სხვაობით გამარჯვებას ვარაუდობდნენ. რეფერენდუმი გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად. მოლდოვაში 3 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში პროდასავლელმა კანდიდატმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. გადამწყვეტი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სანდუმ ხმების 55%-ით დაამარცხა პრორუსულად განწყობილი, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო, რომელმაც ხმების 45% მიიღო. მოლდოველი პოლიტიკის ანალიტიკოსი დიონის ჩენუზა წერს, რომ რეფერენდუმით მოლდოველების ნაწილმა პრეზიდენტის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოხატა პროტესტი და ეს შედეგები ნაკლებად ასახავს მოლდოვურ საზოგადოებაში ევროკავშირის წევრობის მხარდაჭერის კლებას. ჩენუზა განმარტავს, რომ რეფერენდუმი ეხებოდა არა ევროკავშირის წევრობას, არამედ მის შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერის გაჩენას. „ევროკავშირში ინტეგრაცია უმრავლესობის გეოპოლიტიკური არჩევანია, მაშინ, როცა რეფერენდუმის შოკი უფრო მეტად პროტესტი იყო სანდუს წინააღმდეგ, რასაც თან ახლდა რუსული საინფორმაციო მანიპულაცია და უცხო ქვეყნის საქმეებში ჩარევა“, - წერს ჩენუზა X-ზე. BBC-მ გამოაქვეყნა კადრები, სადაც რუსულენოვანი ამომრჩეველი ჰყვება, როგორ დაჰპირდა უცხო კაცი რეფერენდუმში ხმის სანაცვლოდ 1000 რუბლს (28 ლარი), შემდეგ კი აღარ გამოჩნდა. ანალიტიკოსები თვლიან, რომ პროევროპული მხარის მცირე სხვაობით გამარჯვების მიუხედავად, რეფერენდუმის შედეგები გაურკვევლობას გამოიწვევს. „რეფერენდუმზე [კონსტიტუციური ჩანაწერის სასარგებლოდ] 60%-ის მხარდაჭერა იყო საჭირო არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, არამედ პრორუსული ძალების “მისაშამათებლად”. არასათანადოდ მაღალი შედეგი, 50%, რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის არსენალს გააძლიერებს“, - უთხრა მედიას ლაურენტიუ პლესკამ, მოლდოველმა პოლიტიკის ანალიტიკოსმა.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)