2025-04-17 20:00:26, 575 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური გავლენის იარაღად არის ქცეული
![]() სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული და შორსაა ელემენტარული სამართლებრივი პრინციპების პატივისცემისგან, რაც ღრმად არაევროპულია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ფეისბუქ - პოსტში“ პაპუშვილი გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის სანქციებთან დაკავშირებულ განცხადებას, რომელშიც ელჩი ამბობს, რომ „სანქცია გულისხმობდა ქვეყანაში შესვლის აკრძალვას, რადგან არ გვსურს ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩვენს ქვეყანაში ჩავიდნენ”. პაპუაშვილის თქმით, გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა რომ ჰქონოდა, გერმანიაში შესვლას აუკრძალავდა ზურაბ ადეიშვილს,როგორც „წამების და რეკეტის სისტემის ერთ-ერთ მთავარი შემოქმედს”. „გერმანიის ელჩის ამ განცხადების ფონზე, საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრების ლოჟაშიც კი ვიხილეთ. თუკი, ვინმეს გამოეპარა, აქ არის ზურაბ ადეიშვილის მიერ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ჩადენილი ის დანაშაულები, რომლებზეც უკვე დადგა საბოლოო განაჩენი: ▪კობა დავითაშვილის გატაცების და დასახიჩრების საქმე - 6 წელი; ▪ციხეებში წამების საქმე - 4 წელი და 6 თვე; ▪ღვინის კომპანია აკურას წართმევის საქმე - 1 წელი და 6 თვე; ▪ტვ იბერიას წართმევის საქმე - 1 წელი და 6 თვე; ▪ბანკი ქართუს გაკოტრების მცდელობის საქმე - 5 წელი და 3 თვე (ალბათ, გარკვეული ირონიაცაა იმაში, რომ ადამინის უფლებების დამრღვევ ამ ბოლო დანაშაულში, თავისი მონაწილეობა აღიარებული აქვს გიორგი ისაკაძეს, იმ გამოცემის დამფუძნებელს, რომელთან ინტერვიუშიც ელჩმა ეს განაცხადა) გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა რომ ჰქონოდა, ოფიციალურად ან არ უმასპინძლებდა, ან თუ ეს მასპინძლობა დაუდევრობა იყო, ამ სკანდალის შემდეგ მაინც, გერმანიაში შესვლას აუკრძალავდა წამების და რეკეტის სისტემის ერთ-ერთ მთავარ დადასტურებულ შემოქმედს, რაც არ მომხდარა. სწორედ ასეთი მაგალითები აჩვენებს, რომ სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული და შორსაა ელემენტარული სამართლებრივი პრინციპების პატივისცემისგან, რაც ღრმად არაევროპულია“, - წერს პაპუაშვილი.
ოცნების რეჟიმის მსახურები ამერიკული MEGOBARI-ს აქტის მოლოდინში
ლევან მურუსიძე - სანქციები უსაფუძვლოა, სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ
ბრიტანული დაზვერვა: რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში მილიონს მიაღწია
სერბეთის პრეზიდენტი ზელენსკის გაფრთილების შემდეგ პუტინის აღლუმზე ვიზიტის წინ მოულოდნელად ავად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმის მსახურები ამერიკული MEGOBARI-ს აქტის მოლოდინში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
ომი უკრაინაში![]() ბრიტანული დაზვერვა: რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში მილიონს მიაღწია
![]() პენტაგონმა უკრაინისთვის F-16-ებისთვის მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|