|
2025-04-17 09:47:44, 426 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება
შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, რადგან, შეიძლება, ამ ადამიანის მიმართ იყო სხვა მოლოდინები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი იყო ემიგრანტების შთამომავალი, ჰქონდა დიპლომატიური წარსული, ნიკო ნიკოლაძს შთამომავალია და მისი ბიოგრაფიით არსებობდა საფუძველი, რომ მას სამშბლო არ უნდა გაეყიდა. „ბიოგრაფიას რომ გადახედო, თითქოს არსებობდა საფუძველი იმისა, რომ მას მინიმუმ სამშობლო არ უნდა გაეყიდა, მაგრამ რეალურად, როგორც კი მიანიჭეს კონკრეტული პრივილეგიები, მაშინვე პირდაპირ ქვეყანას უღალატა, სამშობლოს არა, არ აქვს მას სამშობლო, ყოველ შემთხვევაში, საქართველო არ არის მისი სამშობლო. მან უღალატა იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც გახდა" -განაცხადა კობახიძემ. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას შეიძლება, ეწოდოს შეცდომა, მაგრამ იძულება იყო იგივე გახარიას გაპრემიერება და სხვა გადაწყვეტილებებიც, რომელიც მიღებული იყო გასული წლების განმავლობაში, მათ შორის „ნაცმოძრაობის" პოლიტიკაში დატოვებაც.
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)