|
2025-04-16 20:07:47, 809 ნახვა
პოლიტიკა
რიჰარდს კოლსი - ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს, არავითარი ილუზიები “ქართული ოცნების” ზრახვებზე
ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს: სანქციები, პოლიტიკის საწყის ეტაპზე დაბრუნება და არავითარი ილუზიები “ქართული ოცნების” ზრახვებზე , - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიდის. “ქართული ოცნების” ახალი კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისთვისა და სამოქალაქო ჯგუფებისთვის უცხოურ დახმარებას კრძალავს - თუ ის დამტკიცებული არ იქნება რეჟიმის მიერ, რომელიც მათ გაჩუმებას ცდილობს. ეს სახელმწიფოს მიტაცებაა. პირდაპირ ლუკაშენკოს სახელმძღვანელოდან. ევროპარლამენტმა უარყო საქართველოს 2024 წლის არჩევნები, როგორც არალეგიტიმური და ერთი წლის განმავლობაში ახალი არჩევნების მოწოდებით გამოვიდა. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს: სანქციები, პოლიტიკის საწყის ეტაპზე დაბრუნება და არავითარი ილუზიები “ქართული ოცნების” ზრახვებზე”, - წერს კოლსი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)