|
2025-04-16 13:41:22, 666 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - სააკაშვილი ცდილობს, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სახე შეიცვალოს და თითქოს გაკეთილშობილდეს
სააკაშვილი ცდილობს, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სახე შეიცვალოს და თითქოს გაკეთილშობილდეს, თუმცა როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე არ გამოსწორდება „ნაცი“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის შეეცდება, ქვეყანაში მწამებელი რეჟიმი დააბრუნოს. „დიფ სთეითი“ გლობალურად გარდაქმნის გზაზე დგას, უნდა, რომ სახე იცვალოს. ანალოგიურად, როგორც მათი პატრონები სახეს იცვლიან, მიხეილ სააკაშვილიც ცდილობს, რომ კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სახე შეიცვალოს და თითქოს გაკეთილშობილდეს. თუმცა როგორ შეიძლება, სისხლიანი რეჟიმის შემქმნელი ძალა, „ნაცმოძრაობა“ რამენაირად გაკეთილშობილდეს, ეს წარმოუდგენელია. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამ ადამიანებს ზნის და ნირის შეცვლა არ შეუძლიათ. როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე არ გამოსწორდება „ნაცი“. „ნაცი“ ყოველთვის შეეცდება, რომ ქვეყანაში მწამებელი რეჟიმი დააბრუნოს. ამიტომაც მარცხდებიან არჩევნებში. მომავალში მათი ბედი ისეთივე ხელმოცარული იქნება, როგორც აქამდე იყო“, – განაცხადა გორდულაძემ. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარკვეული წინადადებები გამოაქვეყნა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა: „კლასიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვთავაზობ ძირითადი გადაწყვეტილებების მიღებას ელექტრონულად და კენჭისყრით“.
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)