|
2025-04-15 17:59:28, 736 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ცქიტიშვილი — კომისიის სხდომაში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე მისვლა მიზანშეწონილი არ იყო. ამის შესახებ ცქიტიშვილმა განცხადება დღეს, 15 აპრილს გაავრცელა, მას შემდეგ, რაც გუშინ პარტიის ლიდერი, გიორგი გახარია აღნიშნულ კომისიაზე გამოცხადდა, განსხვავებით სხვა ოპოზიციონერი ლიდერებისაგან. როგორც ცქიტიშვილი ამბობს, საერთო ოპოზიციური კოორდინაციის ფარგლებში შეთანხმება იყო, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ ოპოზიციის შეხვედრებზე სწორედ დიმიტრი ცქიტიშვილი წარმოადგენდა გახარიას პარტიას. როგორც ცქიტიშვილი ამბობს, მან ოპოზიციური კოორდინაციის ფარგლებში თავის პარტიასთან შეუთანხმებლად დაადასტურა, რომ კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. „მინდა ჩემი მხრიდან განვმარტო იმის შესახებ, თუ რა შეთანხმება შედგა კოორდინაციის ფორმატში. კოორდინაციის ფარგლებში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლის შესახებ შეთანხმება მართლაც შედგა — ჩემი მონაწილეობითა და ჩემი დასტურით, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე წინასწარი მსჯელობა პარტიაში არ ყოფილა.მაშინაც მიმაჩნდა და დღესაც იმავე აზრზე ვარ, რომ არ მისვლა იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება რიგი ფაქტორების გათვალისწინებით. თუმცა, ამ საკითხს აქვს მნიშვნელოვანი პერსონალური განზომილება — განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა 20 ივნისი, ჩორჩანა, ან თუნდაც პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება. ეს თემები სცდება პარტიულ ჩარჩოებს და განეკუთვნება უფრო მაღალი, სახელმწიფოებრივი ინტერესების სფეროს.ეს ფაქტორები მე უნდა გამეთვალისწინებინა, როდესაც შეთანხმებას ვუერთდებოდი, და ვწუხვარ თუ ამით კოორდინაციის ფორმატი დავაზიანე. მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელმა დღემ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია — მათ შორის, პოზიტიური შეფასებებიც — მე კვლავ ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ კომისიაში სხდომაში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი“, – დაწერა დიმიტრი ცქიტიშვილმა Facebook-ზე.
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)