|
2025-04-14 19:35:05, 851 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - ოკუპაციის პირობებში შეუძლებელია, ვისაუბროთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე
ოკუპაციის პირობებში შეუძლებელია, ვისაუბროთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ან ურთიერთობის ნორმალიზებაზე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის მიერ გაკეთებულ განცხადებას ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით. „ყველამ კარგად იცის, რა არის პრობლემა საქართველოსა და რუსეთს შორის და რა უდგას წინ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს. ეს არის ჩვენი ტეროტირების ოკუპაცია და სწორედ ეს არის რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ნომერი ერთი შემაფერხებელი“,- აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, საინტერესოა, თუ როგორ ხდება მსგავსი განცხადებების გამოყენება ოპოზიციის მხრიდან საქართველოში. „აქ არის მეორე საკითხი, თუ როგორ ხდება მსგავსი განცხადებების გამოყენება საქართველოში და ესეც ერთგვარად თითქოს სიცოცხლის ძალის მისანიჭებლად ხდება, რომ ოპოზიციურ ძალებს, დაცლილი დღის წესრიგის პირობებში ჰქონდეთ ახალი თემების შექმნის შესაძლებლობა, რაზეც გააკეთებენ კომენტარებს. კიდევ ერთხელ: საკითხი მარტივია. საქართველოს აქვს ორი რეგიონი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რა თქმა უნდა, ოკუპაციის პირობებში, ჩვენთვის შეუძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)