14:32 - 23 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-14 18:36:56, 667 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - შეიძლება ახალი არჩევნებიც, ყველაფერი შეიძლება მოხდეს

თქვენ გყავთ დღეს გუნდი და გუნდში გაქვთ ერთსულოვნება, გადაწყვეტილებებს იღებთ ერთად და ათანხმებთ ყველაფერს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი ადგეს და ხვალ, ვთქვათ, პარლამენტში შემოვიდეს, მიიღოს ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, მას აქვს ამის უფლება? , - აღნიშნული შეკითხვა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ილია ინჯიამ გიორგი გახარიას დაუსვა.

ყოფილმა პრემიერმა უპასუხა, რომ ვერავის აუკრძალავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, უბრალოდ, მისივე თქმით, მთავარია ამაში რომელიმემ ფული არ აიღოს და არ შეიპაროს.

“გუნდში ერთსულოვანი გადაწყვეტილება არ არის პანაცეა. მაგალითად, დღეს რომ მე აქ მოვსულიყავი, გუნდის ნახევარი წინააღმდეგი იყო, ნახევარი - მომხრე, მაგრამ თითოეულ ადამიანს მაშინ, როდესაც, რა თქმა უნდა, გუნდის ინტერესების გათვალისწინებით, აქვს სივრცე, სადაც თავისი ინდივიდუალური ნაბიჯების გადადგმას მე ვერ ავუკრძალავ, ზუსტად ისე, როგორც თქვენ მოიყვანეთ მაგალითი პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით.

მთავარი რა არის, იცით? არ უნდა შეიპაროს და ფული არ უნდა აიღოს ამაში - მთავარი ეს არის, თორემ თავისი რწმენით თუ ამას გადაწყვეტს, მე რა ძალა მაქვს სხვა ადამიანზე…” - უპასუხა გახარიამ ილია ინჯიას.

საკითხზე საუბარი თეა წულუკიანთან გაგრძელდა.

“ბატონო გიორგი, პარლამენტში შემოსვლას აპირებთ, როგორც ვატყობ…” - მიმართა წულუკიანმა, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებზეც სმენია მსგავსი ჭორები.

“ქალბატონო თეა, თუ გამიმხელთ, რით შეატყვეთ, მერე მეცოდინება. თქვენი ნებაა, როგორც გინდათ, ისე შეგიძლიათ შეაფასოთ. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და იქნება ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს შევძლო მივეხმარო ისე, როგორც ძალმიძს და ამის იქეთ, შეიძლება ახალი პარლამენტიც იყოს, ახალი არჩევნებიც, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე ასეთი ჭორებიც მსმენია, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას თავიანთი მანდატების აღდგენა უნდა, შეიძლება აღუდგინოთ და ისინი შემოვიდნენ”, - აღნიშნა გახარიამ.

გახარიას ამ განცხადებას მოჰყვა წულუკიანის რეპლიკაც:

“აღდგენილი ამ დღეებში მხოლოდ ლაზარე ვიცით, დიდება უფალს”.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - დედამიწის კვირეული „თეგეტა მოტორსთან“ ერთად გრძელდება
გია ვოლსკი - ეუთოს გენმდივნის ვიზიტი ჩვეულებრივი ამბავია
ფედერალურმა მოსამართლემ „ამერიკის ხმის“ დახურვის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები დაბლოკა
ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE
გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი