|
2025-04-14 18:02:57, 762 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ქოცი უდრის ქოცს, აი, ეს დაამტკიცა დღეს გახარიამ წულუკიანის ღალატის კომისიაზე
ქოცი უდრის ნაცს კი არა, ქოცი უდრის ქოცს, აი, ეს დაამტკიცა დღეს გახარიამ წულუკიანის ღალატის კომისიაზე, – ამის შესახებ „ნაციონაური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს. „სინამდვილეში, მე გეტყვით, რა მოხდა 20 ივნისს. „ნაცებით იყო გაჭედილი პარლამენტიო“, ყალბი სიყეყეჩით ხომ ბრძანებდა დღეს ბატონი გახარია? კი, მე ვიჯექი სხდომათა დარბაზში, საიდანაც სერგეი გავრილოვი პირადად გავაგდე, სხვა ოპოზიციონერებთან ერთად, რითიც მთელი ცხოვრება ვიამაყებ. გახარია თავიდან ფეხებამდე ოფლისგან სველი, შეშლილი თვალებით დარბოდა პარლამენტის კორიდორებში რუსთაველზე დარბევა რომ დაიწყო. რატომ? იმიტომ, რომ „სუპერძალოვან მინისტრს“ გადაახტნენ, არაფრად ჩააგდეს. თუმცა, საკუთარი თავის გადასარჩენად და იმიტომ, რომ მისი ყალბი სიყეყეჩის მიღმა იმალება საკმაოდ გაუბედავი კაცი, მან ეს არ თქვა და მოიპოვა პრემიერად დაწინაურება. ვერც „ოპოზიციონერობის“ პერიოდში გაბედა სიმართლის თქმა და ერთადერთი, რითიც თავს იწონებს ოპოზიციონერის რანგში, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმაა. ოღონდ მაგაშიც კომისარი წულუკიანი ჯობნის და ჯაბნის. ყველამ კარგად იცის, ვინც 20 ივნისს ქოცების მხარეს არ იდგა, რომ ეს იყო თვით-ორგანიზებული სახალხო ანტი-რუსული აქცია, არანაირ „ორგანიზებულ შტურმს“ ადგილი არ ჰქონდა და ერთადერთი დანაშაული, რომელსაც ადგილი ჰქონდა, იყო პროტესტის სისხლიანი დარბევა. უახლოეს მომავალში იხილავთ ნაციონალური მოძრაობის სიმართლის კომისიას, სადაც მოისმენთ ქოცურ-რუსული პროპაგანდის საპირწონე ფაქტებს, სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს“,- წერს თინა ბოკუჩავა.
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)