|
2025-04-14 16:44:24, 879 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი გიორგი გახარიას - პარლამენტში ვერ შემოგიბედავთ, გაშინებენ, ხომ ქუჩის მავნებლები?
იცით, ქუჩაში, რა კარგია? „ქუჩაში“ რაღაც ისე იძახით,თითქოს, ქუჩაში ნორმალური ადამიანები არ იდგნენ, - ასე უპასუხა შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს,თეა წულუკიანს. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, გიორგი გახარია, მისი მინისტრობისას, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობის ფაქტზე პასუხობდა კითხვებს, თუმცა თეა წულუკიანმა ის „განზრახ ცრუ ჩვენების“ მიცემაში დაადანაშაულა. „მოგიწოდებთ, რომ ის მაინც თქვათ „დიდი ხანია აღარ ვარ მინისტრი, არ ვიცი, დღეს, რა ხდება“. გეუბნებით, მე, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი, რომელმაც ცოტა მეტი შეიძლება ვიცოდე, ვიდრე თქვენ, ქუჩაში მდგარმა ოპოზიციამ, იმავდროულად დეპუტატმა - ვერ გავიგეთ, ფიბრიდული სტატუსი გაქვთ, რაღაცა“- მიმართა წულუკიანმა გახარიას. თავის მხრივ გახარიამ ასე უპასუხა: „იცით, ქუჩაში, რა კარგია? „ქუჩაში“ რაღაც ისე იძახით, თითქოს, ქუჩაში ნორმალური ადამიანები არ იდგენენ“, - აღნიშნა გახარიამ. თავის მხრივ, წულუკიანმა ისევ მიმართა: „ქუჩაში კარგი თუ არის, ჩაიცუცქეთ და იყავით. ქუჩაში მე ვიყავი, ქუჩიდან მოვედი მე ოპოზიციაში, მაშინ, როდესაც თქვენ სად იჯექით თბილად გერმანიაში, არ ვიცი და იმ „ნაცებს“ ვებრძოდი, რომლებიც მოსაკლავად დამდევდნენ“, - უპასუხა წულუკიანმა გახარიას. თავს მხრივ, გახარიამ უპასუხა, რომ „ნაცები“ გვერდზე მოისვეს, რომლებსაც ახლა კომისიაში ვერ ეძახიან“. „ვინ მოვისვით გვერდზე? მივალთ იქამდე. „ნაცებს“ რომ გაურიგდით და მიგვატოვეთ ლიდერმა, რომელსაც კარტ-ბლანში გქონდათ და მართლა ძლევამოსილი იყავით და შეგეძლოთ ეს ქვეყანა მართლა სწორ გზაზე წაგეყვანათ“, -განაცხადა წულუკიანმა. გახარიამ წულუკიანის რეპლიკას ასე უპასუხა: „ახლაც შემიძლია“, რაზეც წულუკიანმა უთხრა, რომ ჯერ არ შეუძლია. „კი, ვნახავთ მაგას, ვის რა შეუძლია. პარლამენტში ვერ შემოგიბედავთ, გაშინებენ, ხომ ქუჩის მავნებლები?“- ჰკითხა წულუკიანმა გახარიას. გახარიას განცხადებით, მისი შეშინება მარტივი არ არის. „თქვენ ხომ იცით, თქვენ, რომ ჩემი შეშინება თან, აი, ასე, რაღაც მოგონილი თემებით, მარტივი არ არის“- განაცხადა გახარიამ. „ჰოდა, აი, მაისში გელოდებით პლენარულ დარბაზში“, - უპასუხა წულუკიანმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)