|
2025-04-14 14:49:32, 750 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი გახარიას - ლომჯარია, „ასკინკილა“ გიორგი ბურჯანაძესთან ერთად მართავდა თურმე შტურმის მოგერიებას
თქვენს კაბინეტში მყოფი ლომჯარია, „ასკინკილა“ გიორგი ბურჯანაძესთან ერთად მართავდა თურმე შტურმის მოგერიებას შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად პარლამენტში, - ასე მიმართა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას. ამასთან, თეა წულუკიანის თქმით, ნინო ლომჯარია ერთ-ერთი კონკრეტული ელჩის რჩევით აირჩია იმჟამად „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის თანამდებობაზე. „ამნისტიის კანონი“ რომ დაგიჩემებიათ, ალბათ, იცით, რომ „ამნისტიის კანონი“ არ ყოფილა ისე შემუშავებული, რომ ვინმეს პასუხი ვერ მოეთხოვა კონკრეტულ დანაშაულებთან, მათ შორის წამებასთან, არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ მუხლებზე, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლომ თქვენ მიერ მართული სპეცოპერაციის შედეგად დასახიჩრებული ადამიანების მდგომარეობა წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გაათანაბრა. ამიტომ, „ამნისტიის კანონი“ არავითარ ინდულგენციას არ იძლევა. თუ გვეკითხებით ამნისტიის კანონი „ოცნებამ“ იმ ფორმით რატომ მიიღო, რა ფორმითაც მიიღო, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, დიახ, ჩვენ ვართ ინფორმაციის მატარებლები და ვიტყვით, რომ ეს გარედან მომდინარე რჩევა იყო. ახლა არ მითხრათ, რომ ეს პირველად გესმით. რომ გვეკითხებით ლომჯარია რატომ აირჩიეთო, ინფორმაციის მატარებლები ვართ, მე პირადად ამ შემთხვევაში და გეტყვით, რომ თქვენს კაბინეტში მყოფი ლომჯარია, რომელიც „ასკინკილა“ გიორგი ბურჯანაძესთან ერთად მართავდა თურმე შტურმის მოგერიებას შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად პარლამენტში, ეს ლომჯარია ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი კონკრეტული ელჩის რჩევით აირჩია მაშინ „ოცნებამ“ სახალხო დამცველად“,- განაცხადა წულუკიანმა. აღნიშნულის შემდეგ, წულუკიანს გიორგი გახარიამ ჰკითხა: „დიფ სთეითს“ უჯერებდით? „დეპუტატებმა ლომჯარიას ხმა რომ მისცეს, იცოდნენ, რომ „დიფ სთეითის“ რჩევით ირჩევდნენ? მე დღესაც არ ვამბობ, რომ „დიფ სთეითი“ განსაზღვრავდა იმას, რასაც ვაკეთებდი. თქვენ „დიფ სთეითს“ აბრალებთ ყველაფერს“, - მიმართა გახარიამ წულუკიანს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)