00:31 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-12 15:20:30, 878 ნახვა

პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - წულუკიანის განცხადება არასწორი იყო, შეცდომაა და მობოდიშებას მოითხოვს

არასწორი განცხადება იყო, ის თავისი შინაარსით გამორიცხავს თავგანწირვის მნიშვნელობას და აღიარებას, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადების შეფასებისას თქვა.

თეა წულუკიანმა 11 აპრილს განაცხადა, „რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, მაქვს უფლება, დავსვა ეს კითხვა. და ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“.

იაგო ხვიჩიას თქმით, „ასეთი განცხადება, თუ განზრახ არ არის ნათქვამი, არის შეცდომა და მობოდიშებას მოითხოვს“.

„არასწორი განცხადება იყო, ის თავისი შინაარსით გამორიცხავს თავგანწირვის მნიშვნელობას და აღიარებას. მის განცხადებას მგონი ზუსტად არ აქვს ნათელი წარმოდგენა იმის, რომ თავგანწირვაც ადამიანის უფლებაა, თითქოს ადამიანის მიერ საკუთარი სიცოცხლის გაწირვის უგულებელყოფა ხდება, როდესაც ამბობ, რომ ვიღაც თავისი პოლიტიკური პიარისთვის გამოიყენა და ასე შემდეგ, თითქოს გმირს არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ ის ვიღაცამ გაწირა. ასეთი განცხადება, თუ განზრახ არ არის ნათქვამი, არის შეცდომა და ჩემი აზრით, მობოდიშებას მოითხოვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics