|
2025-04-12 14:05:33, 826 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია ანწუხელიძეზე - საქართველოს ისტორია ბრძოლის და არადანებების ისტორიაა, გმირებზე დგას
ყველა ბავშვს არა მხოლოდ მშობელი, არამედ სამშობლო სჭირდება. საქართველოს ისტორია ბრძოლის და არადანებების ისტორიაა, გმირებზე დგას და მათ მაგალითებზე - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია წერს. აღნიშნულით ნიკა მელია აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრის, თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა. ,,რაც წიგნში წაგვიკითხავს, ერთ დღეს ყველამ ცხადად ვნახეთ და მივხვდით, რომ გმირობაზე და გმირებზე სიტყვა არ ყოფილა გადაჭარბებული. საქართველოს ისტორიის გადაწერას შეგუების ისტორიად ვინც ცდილობს, 200 წელზე მეტია ვიცით. ამაში მონაწილეობდა გუშინ წულუკიანი, ამას უწყობდა ხელს “ჟურნალისტი”, - წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა: „მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)