|
2025-04-12 13:17:41, 801 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა აგვისტოს ომზე - სააკაშვილის მიერ ორგანიზებული ომი საქართველოს წინააღმდეგ
თეა წულუკიანი გულისხმობდა, რომ გიორგი ანწუხელიძე გმირია, ისევე როგორც ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა პუტინისა და სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ ომში საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუა ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, მაქვს უფლება, დავსვა ეს კითხვა. და ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“. როგორც ზარქუამ აღნიშნა, უსამშობლოებს არ აინტერესებთ არც სიმართლე და არც სახელმწიფო და მათი მიზანი ქვეყნის ქაოსში შეყვანაა. „ქალბატონმა თეამ გუშინ განცხადება გააკეთა, რაც გულისხმობდა, რომ, რა თქმა უნდა, ანწუხელიძე გმირია, ისევე, როგორც ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა პუტინისა და სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ ომში საქართველოს წინააღმდეგ. ქალბატონმა თეამ ის ბრძანა, ეს ომი რომ არ ყოფილიყო, დღეს ჩვენი ის გმირები, რომლებითაც ვამაყობთ, ყველანი სახლში იქნებოდნენ, თავის ოჯახებში იქნებოდნენ. თუმცა ამ უსამშობლოებს აქვთ სხვა დაკვეთა. დააკვირდით, ეტყობა რაღაც ჩათი აქვთ, ეს უსამშობლოები ხომ პოულობენ ერთმანეთს, ამათ პატრონები ჰყავთ და უგდებენ ერთმანეთს ერთსა და იმავე თემას, აბა, ახლა ამას თავს დავესხათ. ამ უსამშობლოებს ერთი და იგივე ტექსტი აქვთ თითქმის. ეს არის ხელმარჯვნივ, ის ქმედება, ის მივარდნა. შემდეგ იმ ახალგაზრდებს, დაფინანსებულებს, ბუნებრივია, აძლევენ კონკრეტულ მისამართს, როგორ შეიძლება მოუწყონ ინკვიზიცია, როგორ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენონ, მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. არ აინტერესებთ, ორკები არიან, ეს არის ამათი ხელწერა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს ქართული საზოგადოებისთვის, რომ ამათი ხელისუფლებაში დაბრუნება მტრისას, არავის არ დაინდობენ, გადათელავენ. რაც მაშინ გამორჩათ, იმას ათმაგად აინაზღაურებენ, ამათი ბუნება ეს არის და იმიტომ. ამათ არ აინტერესებთ არაფერი, არც სიმართლე, არც სახელმწიფო ინტერესები, მტყუან-მართალი. ამათ მხოლოდ აინტერესებთ ერთი დაკვეთა თავიანთი პატრონებისგან, რომ რამენაირად სიტუაცია არიონ, ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა და ამის შემდეგ უკვე აგენტურა დასვან ხელისუფლებაში“, – განაცხადა ზარქუამ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)