01:12 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-12 12:32:12, 786 ნახვა

პოლიტიკა
სოხუმის აეროპორტში ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი ავიახაზები იფრენენ

როსავიაციამ რუსეთის ავიაკომპანიებს iFly-სა და Nordstar-ს მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ფრენების ნებართვა გასცა.

სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, iFly-ს მოსკოვიდან სოხუმის მიმართულებით ფრენების განხორციელება ნებადართულია კვირაში 14 ფრენის სიხშირით, ხოლო Nordstar - კვირაში 7 რეისი. გარდა ამისა, Nordstar-მა კვირაში სამჯერ მიიღო ნებართვა კრასნოიარსკიდან თვითგამოცხადებული აფხაზეთის დედაქალაქში ფრენისთვის.

საცდელი ფრენა აღდგენილ აეროპორტში 7 თებერვალს შედგა. აპრილის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტის აღმასრულებელი აპარატის შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ დაადასტურა 1 მაისიდან საჰაერო მიმოსვლის გახსნის გეგმები.

iFly-ს და Nordstar-ს სანქციები ექვემდებარება - მათ ევროკავშირის ქვეყნებში ფრენა ეკრძალებათ.

მანამდე მედიაში საქართველოს საავიაციო ხელისუფლების კომენტარი გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონო იყო და რომ ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებდა ფრენებს აფხაზეთში, „დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტურ და ძირითად პრინციპებს“. თბილისი აცხადებს, რომ საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) „უპირობო მხარდაჭერით“ სარგებლობს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით რეისებს რუსული ავიახაზები Red Wings და Azimuth ახორციელებენ, რომლებიც სანქციების სიაში არ შედიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics