18:39 - 01 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 14:31:10, 479 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციას არ გააჩნია რესურსი, რომ რაიმე შექმნას ქვეყანაში და გარედან ახმარენ რეზოლუციებს

ამ ოპოზიციას არ გააჩნია რესურსი, რომ რაიმე რეალური შექმნას ქვეყანაში და გარედან ახმარენ ასეთი ტიპის რეზოლუციებს, რაც ტაქტიკურად ემსახურება წაგებული ბრძოლის შემდეგ მუშტების ქნევას - მოვა დრო და ამაზე გარკვეულ ძალებს მოუწევთ პასუხის გაცემა, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შეაფასა.

მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდნენ და მათ ეს დამარცხება პირად შეურაცხყოფად აღიქვეს.

„ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ამ პოლიტიკის განმახორციელებლებს ამოსავალი წერტილი აქვთ ის, რომ მათ არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი. არ მოსწონთ იმიტომ რომ, მათ ჰქონდათ თავიანთი არჩევანი, თავიანთი საარჩევნო კამპანია. ჩვენ მომსწრე ვიყავით ყველანი, თუ როგორ უხეშად, ფეხქვეშ გათელეს ქვეყნის სუვერენიტეტი, დემოკრატიის პრინციპები, არჩევნებში ჩაურევლობის პრინციპები, როგორ უხეშად გაითელა, მათ შორის, დიპლომატიური მოქცევის კოდექსი და ა.შ. ფაქტობრივად, არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. დამარცხდნენ ამ არჩევნებში და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მათ ეს დამარცხება აღიქვეს როგორც პირადი შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, მოახდინეს ის, რასაც ახდენენ - დაპირისპირების, გამწვავების მცდელობა და ამის წახალისება. ამ ოპოზიციას არ გააჩნია რესურსი, რომ რაიმე რეალური შექმნას ქვეყანაში და გარედან ახმარენ ასეთი ტიპის რეზოლუციებს, რაც ტაქტიკურად ემსახურება წაგებული ბრძოლის შემდეგ მუშტების ქნევას. ეს სინამდვილეში, ძალიან ცუდად მოქმედებს საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, მოვა დრო და ამაზე გარკვეულ ძალებს მოუწევთ პასუხის გაცემა. რით იყო განპირობებული ის, რომ საქართველო პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლად აქციეს”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის ქართული დელეგაცია. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Veli Store x საქათველოს ბანკი - გადაიხადე PLUS ბარათით და დაიბრუნე 30% PLUS ქულა
ზელენსკიმ არესტოვიჩს სანქციები დაუწესა
მაიკ უოლცი - რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, მშვიდობისკენ ორივე მხარე უნდა ისწრაფოდეს
პეტრას აუსტრევიჩუსი - რეჟიმი საქართველოში ოპოზიციის გაჩუმებისა და დაშინების მცდელობებს აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE
გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი