|
2025-04-11 14:26:00, 686 ნახვა
პოლიტიკა
პიტერ სიიარტო - ჩვენ არ მოგვწონს ბრიუსელის ქმედება თბილისის მიმართ
ჩვენ არ მოგვწონს ბრიუსელის ქმედება თბილისის მიმართ. გვსურს, ევროკავშირმა სამართლიანად იმოქმედოს, ორმაგი სტანდარტების გარეშე, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. „რამდენი მემარჯვენე პოლიტიკოსები არჩევნებში გაიმარჯვებენ, ბრიუსელში დემოკრატიის წინაშე არსებული საფრთხეების თაობაზე იწყება საუბარი, მხოლოდ ლიბერალების მმართველობა მიაჩნიათ ბრიუსელში დემოკრატიად. ეს ცუდია და ჩვენ შევეცდებით, უკეთესობისკენ შევცვალოთ ვითარება“, – აღნიშნა სიიარტომ. ამასთან, მისივე თქმით, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, საერთაშორისო პოლიტიკა დაუბრუნდება ურთიერთპატივისცემას. „ახლა, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ოფისში დაბრუნდა, ვფიქრობ, საერთაშორისო პოლიტიკა დაუბრუნდება ურთიერთპატივისცემას, მეტ რაციონალიზმს და პრაგმატულობას, ნაკლებ იდეოლოგიზაციას და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას. მეტისმეტი იყო ის, რასაც დემოკრატიული ადმინისტრაცია და ბრიუსელი ერთად აკეთებდნენ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევითა და ზეწოლით. ძალიან კარგია, რომ ჩაიხსნა USAID-ის დაფინანსება, ვინაიდან ეს მნიშვნელოვნად ამცირებს იმ ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერეოდნენ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)