17:40 - 09 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 14:26:49, 523 ნახვა

პოლიტიკა
ფრანკ შვაბე - საქართველოს ხელისუფლებავ, უნდა წახვიდეთ ახალ არჩევნებზე

მკაფიო გზავნილი გავაგზავნეთ იანვარში – გთხოვთ, დაბრუნდით, დაბრუნდით ჩვენთან კონსტრუქციული დიალოგით, მოდით, წავიდეთ ერთად სწორი მიმართებით. სამწუხაროდ, მოხდა საპირისპირო. ისინი მისდევენ სხვა ქვეყნების მოდელს. ყოველდღე წარადგნენ ახალ უცნაურ კანონს ყველას დასაბნევად, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარემ, ფრანკ შვაბემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შვაბეს თქმით, საქართველოს ხელისუფლება დაშორდა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების გზას.

„ვიცი, რომ თქვენ ყველაფერს აკეთებთ, რათა საქართველო დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების გზას დაუბრუნოთ. ნამდვილად ძალიან სამწუხაროა იმის ნახვა, რომ ამჟამიდელი ხელისუფლება დაშორდა ამ გზას. როგორც ჩანს, ისინი მიდიან და ჩვენ უნდა ვიყოთ მკაფიო, სამართლიანები, რომ იყო გარკვეული იმედი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით. მე შემიძლია. ეს ვთქვა, როგორც „სოციალ-დემოკრატების“ ჯგუფის თავმჯდომარემ, რომ ისინი იყვნენ ჩვენი ჯგუფის წევრები და ჩვენ ვცდილობდით, გვემუშავა ერთად დიალოგით, რათა გავაუმჯობესოთ სიტუაცია. ვფიქრობ, მათი მთავრობის მმართველობის დასაწყისში, თქვენ ამას გრძნობდით, თუმცა ამ დროს ისინი სხვა მიმართულებით წავიდნენ.

ევროპის სბაჭოს წევრობა არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისადმი ვალდებულება. საქმე არ ეხება გეოპოლიტიკას. ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა მითხრა – „ა, თქვენ გინდათ, გადაწყვიტოთ, რა გზით უნდა წავიდეთ ჩვენ?“ – რა თქმა უნდა, არ მომწონს, თუ თქვენ სამხედრო დამნაშავეებთან მეგობრობთ, თუმცა თუ გინდათ, რომ იყოთ მეგობრები პუტინის რუსეთთან, შეგიძლიათ, ეს გააკეთოთ. ის, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ, არის ამ ორგანიზაციის ღირებულებებისა და წესების შელახვა. თქვენ უნდა დაიცვათ ისინი. თქვენს ქვეყანას პუტინის რუსეთის მოდელის მსგავსად თუ ცვლით, მაშინ ჩვენ ერთად გვაქვს პრობლემა და ეს არის აღწერილი ამ ანგარიშში. სწორედ ამიტომ, ჩვენ მკაფიო გზავნილი გავაგზავნეთ იანვარში – გთხოვთ, დაბრუნდით, დაბრუნდით ჩვენთან კონსტრუქციული დიალოგით, მოდით, წავიდეთ ერთად სწორი მიმართულებით, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს უნდა ვთქვათ, რომ მოხდა საპირისპირო. ისინი მისდევენ სხვა ქვეყნების მოდელს. ყოველდღე წარადგნენ ახალ უცნაურ კანონს ყველას დასაბნევად.

ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა ახალი კანონი ადგილობრივი არჩევნების შესახებ. ჩვენ მწვავედ გავაკრიტიკეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილების კანონი და უნდა ვთქვა, რომ ამ საკითხებზე კონგრესთან ვთანხმდებით. რაც ძალიან უცნაური იყო, ამ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა სცადა გარკვეული დიალოგის დაწყება. ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ საქართველოს ხელისუფლება იყენებს თვალთმაქცურ მიზეზებს ამ დიალოგის შესაჩერებლადაც. ასე რომ, გთხოვთ, საქართველოს ხელისუფლება, დაუბრუნდით ჩვენს გზას. ვფიქრობ, თქვენ უნდა წახვიდეთ ახალ არჩევნებზე, რადგან გჭირდებათ ახალი ლეგიტიმაცია. ჩვენ ვიხილეთ დარღვევები არჩევნებზე და თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ ძალადობის შესაჩერებლად, პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად“, – განაცხადა ფრანკ შვაბემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს იზოლირებულად და რუსეთთან მარტოდ დატოვება უდიდესი დანაშაული იქნება
შალვა პაპუაშვილი - ჟურნალისტზე თავდასხმა კარგად გვაჩვენებს, სადამდე მივყავართ უპასუხისმგებლო დონორობას
ანა დოლიძე - მშვიდობა და კეთილდღეობა ყველასთვის შესაძლებელია მხოლოდ ევროპაში
შვედეთის ელჩი - ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE
გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი