02:25 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 14:21:39, 600 ნახვა

პოლიტიკა
დაფუძნდა ახალი პოლიტიკური მოძრაობა „სართული“

"სუფთა ხელებით ვიწყებთ დღეს, აქ და ახლა. გადავდივართ შრომის სრულიად ახალ ეტაპზე ჩვენი სამშობლოსთვის, მისი ნორმალური და ბედნიერი მომავლისთვის" - ახალგაზრდებმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა - სართული დააფუძნეს. 

განცხადება ცოტა ხნის წინ ვადო მაჭავარიანმა გააკეთა. 

"საქართველოში პირველად იწყება ახალგაზრდების და სრულიად ახალი სახეები პოლიტიკური მოძრაობა და მას ვიწყებთ ჩვენ. ჩვენ და ჩვენ გარშემო და გვერდით მდგომი ძალიან ბევრი ადამიანი. ხალხი, რომელიც სრულიად ახალია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში. ვინც წლებია ვშრომობთ და ვიბრძვით იმისთვის, რომ გვქონდეს ბედნიერი მომავალი.

ჩვენი მოძრაობის სახელია - სართული. ახალი თაობის ძალა ვიწყებთ სართულის შენებას. ახალი თაობის ძალის შენებას და გულით გვჯერა, რომ ეს მოძრაობა იქნება ყველასთვის და იქნება ყველასთვის. აქ გელოდებით ყველას, ვინც ხვდება და იაზრებს, რომ საჭიროა ევროპული, მაგრამ ეროვნული ძალები. ვინც დაიღალა ძველი პოლიტიკური სიბინძურით, ვინც დაიღალა იმით, რომ პირად ინტერესებს შეეწირა აწმყო, ჩვენი მომავალი ეწირება, ადამიანები გადიან ქვეყნიდან და ვინც დაიღალა იმით, რა სიტუაციაც დღესაა. ვინც ფიქრობს, რომ მოქმედებაზე გადასვლაა საჭირო, სადღეგრძელოებისა სიტყვების იქით, საქმეზე გადასვლაა საჭირო". - განაცხადა მაჭავარიანმა. 

მან ასევე სოლიდარობა გამოუცხადა რეჟიმის პატიმრებს და აღნიშნა, რომ ეს ბრძოლა მათთვისაცაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics