02:15 - 08 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 14:00:47, 419 ნახვა

პოლიტიკა
ედიტ ესტრელა - საქართველოში სიტუაცია გაუარესდა

საქართველოში, სამწუხაროდ, იანვრის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა და ჩვენი ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პროგრესზე საუბარი შეუძლებელია, - ამის შესახებ პორტუგალიელმა პარლამენტარმა ედიტ ესტრელამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს.

„სანამ რეზოლუციას წარგიდგენთ, მსურს პირადი შენიშვნა გავაკეთო: ეს არ არის რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომლის წარდგენასაც ამ ასამბლიის წინაშე ვისურვებდი, ეს არ არის დებატები, რომელსაც მოველოდი ამ საგაზაფხულო სესიაზე. გახსოვთ, რომ იანვარში ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიკაციის შესახებ? გახსოვთ, რომ ასამბლეამ გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ და დაგმო პოლიციის სისასტიკე დემონსტრაციებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის კონტექსტში და ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დარბევა. სამწუხაროდ, სიტუაცია იანვრის შემდეგ არ შეცვლილა და ჩვენი ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პროგრესზე ანგარიშის წარდგენა შეუძლებელია, პირიქით, უახლესი ინფორმაციით და ცნობებით სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და დემოკრატიული ოპოზიციისგან, სიტუაცია გაუარესდა“, - აღნიშნა ედიტ ესტრელამ.

მისი თქმით, საქართველოში სიტუაცია, პრაქტიკულად, ყველა ფრონტზე გაუარესდა.

„ცნო რა დელეგაციის უფლებამოსილება შეზღუდვებით, ასამბლეამ გამოკვეთა მკაფიო რეკომენდაციებისა და მოთხოვნების ნაკრები ქვეყანაში კრიზისის მოგვარების მიზნით, რომელშიც ის ამ სესიისთვის ელოდა მკაფიო და ხელშესახებ პროგრესს. ამიტომ, რეზოლუციის პროექტში, რომელიც დღეს წარვადგენთ, ვაფასებთ საქართველოში, იანვარში, ჩვენი დებატების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. ღრმად ვწუხვართ, რომ ჩვენს რეკომენდაციებთან დაკავშირებით არანაირი პროგრესი არ მომხდარა, პირიქით, დემოკრატიული უკუსვლა გრძელება. სიტუაცია, პრაქტიკულად, ყველა ფრონტზე გაუარესდა. არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა ასამბლეის მოწოდების განსახორციელებლად, რომ დაუყოვნებლივ დაწყებულიყო ინკლუზიური პროცესი, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვით ისეთი სარჩევნო გარემოს შესაქმნელად, რომელიც ხელშემწყობია ახალი, ნამდვილად დემოკრატიული არჩევნებისთვის. პირიქითმ ჩვენს რეზოლუციაში ხაზგასმულია საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი არაერთი ცვლილება, რომელიც ამ გარემოს დემოკრატიული არჩევნებისთვის კიდევ უფრო არახელსაყრელს ხდის“, - აღნიშნა პორტუგალილმა დეპუტატმა.

მისი თქმით, გრძელდება სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენება მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ.

„დაპატიმრებები და სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენება მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ განუწყვეტლივ გრძელდება. გრძელდება წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკის შემთხვევები ჯერ კიდევ გამოუძიებელია, დაუსჯელობა გრძელდება. შემაშფოთებელია ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ცნობები, რომ დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებული პირების დიდი ნაწილი დაკავებისა და პატიმრობის დროს წამებასა და არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა. ეს გაუარესება უნდა შეწყდეს, დრამატული დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეიცვალოს, ასამბლეის რეკომენდაციები და მოთხოვნები დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნა ედიტ ესტრელამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება მიღწეული იქნა შეერთებული შტატების წყალობით
ვენსი- რუსეთი უკრაინის მოლაპარაკებებში ძალიან ბევრს ითხოვს
თბილისის სავაჭრო ცენტრებში ევაკუცია არ გამოცხადებულა
თინა ბოკუჩავა - ერთიანობის შემთხვევაში უფრო ეფექტიანები ვიქნებით ეროვნული მიზნის მიღწევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE
გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი