02:51 - 02 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 12:38:40, 468 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეისწავლის, რა დარღვევები იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან

საგამოძიებო კომისია შეისწავლის, თუ რა ტიპის დარღვევები იყო 20 ივნისის საქმეზე იმის მხრიდან, ვინც პასუხისმგებელი იყო აქციის მართვაზე - აქ არავინ მოდის ბრალდებულის სტატუსით, საგამოძიებო კომისია კითხავს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 20 ივნისის საქმეზე, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას დაბარებას გამოეხმაურა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ აღნიშნულ საქმეზე, საგამოძიებო კომისიამ მოქმედი თანამდებობის პირებიც დაიბაროს, პაპუაშვილი პასუხობს, რომ "საგამოძიებო კომისია შეეცდება, ყველა გამოკითხოს, ვისაც აქვს ინფორმაცია".

„ადამიანის უფლებათა სასამართლომ სულ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, სადაც დაადგინა კონკრეტული დარღვევები. ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეისწავლის, თუ რა ტიპის დარღვევები იყო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, ანუ, იმის მხრიდან, ვინც პასუხისმგებელი იყო აქციის მართვაზე, რა ქმედებები იყო განხორციელებული.

საგამოძიებო კომისია კითხავს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაცია. აქ არავინ არ მოდის ბრალდებულის სტატუსით. სხვათა შორის, ისინი, ვინც გაექცნენ საგამოძიებო კომისიაში მოსვლას, საბოლოო ჯამში, ამით აღიარებით ჩვენებას აძლევენ, რომ ჩადენილი აქვთ რაღაც, რაც დანაშაული, ან დანაშაულის ტოლფასია. რაც შეეხება მოქმედ თანამდებობის პირებს - შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო კომისიაში განმარტება მისცა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ასე რომ ვისაც აქვს ინფორმაცია, საგამოძიებო კომისია შეეცდება, რომ ყველა გამოიკითხოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, მან ოპოზიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი “აბსოლუტურად უპერსპექტივოები არიან".

„ცხოვრება მიდის, ისინი ჭკუას ვერ სწავლობენ. ვერ სწავლობენ იმიტომ, რომ მათ დათმობილი აქვთ მთავარი, რაც უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსს - თავისუფლება. ისინი არიან დღეს გარე ძალების ყმები და როგორც ყმები, ისე იქცევიან. ყველაფერი ხელის გულზე დევს, დასამალიც არაფერია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
9 მაისს თბილისში მასშტაბური აქცია იგეგმება
გია ხუბუამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა დატოვა
ანა დოლიძე ე.წ. ვაგზლის ბაზრობის ხანძარზე - ყოველ წელს მსგავსი ხანძარი ხდება და დღემდე არც ერთი არ არის გამოძიებული
მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განახლებული ამერიკული ინვესტიციებით დასრულება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE
გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი