13:09 - 03 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 09:30:37, 508 ნახვა

პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს საკითხზე რეზოლუციას უყრის კენჭს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დღეს გადაუდებელ დებატებს გამართავს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვეგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ამასთან, დრესვე ასამბლეა კენჭს უყრის რეზოლუციას საქართველოს შესახებ.

რეზოლუციის პროექტში ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში არსებული მდგომარეობის გამო და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე და სოციალური აქტორი; სასწრაფოდ აღმოფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და ნაკლოვანებები და შექმნას საარჩევნო გარემო, რომელიც ხელსაყრელია ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული, საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც გამოცხადდება მომდევნო თვეებში; რეზოლუცია ასევე აკრიტიკებს საარჩევნო კოდექსში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ბოლო დროს მიღებულ ცვლილებებს; ასამბლეა გამოდის მოწოდებით, რომ ყველა დაკავებული მომიტინგე გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ და მოხდეს დაკავებულებზე ძალადობის ფაქტების ობიექტური გამოძიება; ასამბლეა გამოთქვამს შეშფოთებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონში ახლახან მიღებული ცვლილებების გამო, რომლებიც, მათი აზრით, უარყოფითად აისახება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე; რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ასამბლეა ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” მიღებით და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის შეშფოთება და რეკომენდაციები ამ კანონთან დაკავშირებით; ასამბლეა გმობს მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას შექმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, შეშფოთებულია, რომ სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წევრებს, ასევე სხვა პიროვნებებს, რომლებმაც უარი განაცხადეს ამ კომისიის წინაშე წარდგენაზე; ასამბლეა აკრიტიკებს მმართველი პარტიის განზრახვას, აკრძალოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ და აცხადებს, რომ ასეთი ქმედების საფრთხე აღრმავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ განხეთქილებას და ხელს უშლის მიმდინარე კრიზისის მოგვარებას; რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ მანამდე მიღებულ რეზოლუციებში გამოთქმულ რეკომენდაცებთან და პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით პროგრესის არ არსებობა არ იქნება ხელშემწყობი ახალი ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებისვის, თუ ისინი წარდგენილი იქნებიან ასამბლეის მომავალ სესიაზე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი - დილის 4:20 საათზე, ჩემი სახლის წინ 8 ტყვია გაისწორელს, ერთ ჩემს ეზოში
ხობში ავარიას 25 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა, დაშავდა მისი მცირეწლოვანი ძმა
პოეტ ზვიად რატიანს ავტობუსში თავს დაესხნენ და სცემეს
14 ივნისს, ტრამპის დაბადების დღეს, ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE
გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი