2025-04-10 09:27:54, 775 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - მზად ვართ, შეერთებული შტატებისგან იარაღის დიდი პაკეტი შევიძინოთ
![]() უკრაინა დაინტერესებულია და აშშ-ს უკვე წარუდგინა წინადადება 30-50 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის დიდი პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. „დამატებით პაკეტთან დაკავშირებით, გვსურს და მზად ვართ და ამერიკულ მხარეს გადავეცით დიდი პაკეტი, რომლის ყიდვაც გვსურს. ყიდვა ამა თუ იმ ფორმით. ჩვენი ფორმატია, როგორ გადავიხდით მისთვის. მომავალი პაკეტი უფასოდ არ გვითხოვია“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით უკრაინა იარაღის შეძენის შესაძლებლობას უსაფრთხოების გარანტიადაც კი განიხილავს. „მოგვეცით პაკეტი, ჩვენ გადავიხდით. მიგვაჩნია, რომ ეს პაკეტი, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვას და სხვა შესაბამის ინსტრუმენტებს, რომლებიც ნამდვილად გვჭირდება, არის ის, რასაც დავეყრდნობით, როგორც უსაფრთხოების გარანტიას. ასეა ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული. როდესაც იქნება შეთანხმება, გადავიხდით - ფონდში გადავირიცხავთ, ან თუ გსურთ, პირდაპირ თქვენ გადაგიხდით. ჩვენთვის სულერთია“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იკითხა, რამდენი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება უკრაინას. „ტელეფონზე ვუთხარი, ათი მაინც მოგვეცით-მეთქი. ეს დაცვაა, ეს ომის დასრულების შემდეგ დაგვეხმარება, ეს უსაფრთხოების გარანტიაა, რომ უკრაინა საჰაერო თავდაცვით იქნება დაცული. არსებობს მრავალი სხვადასხვა ფორმატი და ინსტრუმენტი, რომლისთვისაც მზად ვართ. მზად ვიყავით, შესაბამისი პაკეტისთვის 30 და 50 მილიარდი მოგვეძიებინა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მარკო რუბიო - აშშ-ის პრეზიდენტმა სრულიად ნათლად განაცხადა: მას სურს ომის დასრულება
შსს-მ საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავა
უკრაინული მედია - რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 110 დრონით შეუტიეს
მარგუს ცაჰკნა - პუტინი მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად არ ჩამოვიდა, ეს ყველა ჩვენგანისთვის სახეში დარტყმას ჰგავს
|
რედაქტორის რჩევით
![]() მსოფლიო სამეულში სამხედრო თავდასხმის შიშით - საქართველო ახალ გამოკითხვაში
![]() პუტინის და ოცნების პროპაგანდისტები ევროპის ლიდერების გასაშავებლად გაერთიანდენ
ომი უკრაინაში![]() უკრაინული მედია - რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 110 დრონით შეუტიეს
![]() რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტით და „შაჰედის“ 145 დრონით შეუტიეს
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
|