|
2025-04-09 18:36:32, 620 ნახვა
პოლიტიკა
მაიკლ გალერი - ვფიქრობ, რომ უნდა დავინახოთ ქართველი ხალხის ენერგია
თუ არ მეშლება, ივანიშვილი, ასევე, საფრანგეთის მოქალაქეა, თუ მას რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, რაღაც ზომები შესაძლოა იქნას მიღებული. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მაიკლ გალერმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. “ვფიქრობ, რომ უნდა დავინახოთ ქართველი ხალხის ენერგია, რომ დემონსტრაციები ატარონ ყოველ საღამოს ამდენი დღის შემდეგაც. ისინი აჩვენებენ საქართველოს დროშებს, ევროპულ დროშებს და ასევე ბევრ უკრაინულ დროშასაც ნახავთ. ასე რომ, ისინი აჩვენებენ რომელ მხარეს დგანან ამ ომში. ისინი რუსეთთან არ დგანან და ისინი თავის პერსპექტივას რუსეთთან არ ხედავენ, რაც, როგორც ჩანს, ეწინააღდმეგება ივანიშვილის რეჟიმს. უნდა შევაფასოთ რა მზადდება კონგრესში, ვაშინგტონში. რაღაცა მზადდება ორპარტიული მიდგომით და ასევე ბრიტანელებმა მიიღეს ზომები, და ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ. ვუერთდები მოწოდებას, რომ თუ ორბანი ბლოკავს ევროკავშირის დონეზე ზომებს, მაშინ მაინც არსებობს გარკვეული კოორდინაცია ჩვენი აღმასრულებელი მხრიდან სხვა წევრ სახელმწიფოებთან, რომ ზომები მიიღონ რეჟიმისა და, კონკრეტულად, ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ არ მეშლება, ის ასევე საფრანგეთის მოქალაქეა, ასე რომ, თუ მას რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, ასევე რაღაც ზომები შესაძლოა იქნას მიღებული. ამის გარდა, ვფიქრობ, ნამდვილად გვჭირდება მხარდაჭერა გავაგრძელოთ იმ რესურსებით, რაც გაგვაჩნია - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც USAID აღარ არის - რათა ჩვენი რესურსები გამოვიყენოთ,” - განაცხადა გალერმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)