|
2025-04-09 15:42:32, 655 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ევროსაბჭოს რეზოლუცია გაიმეორებს მწვავე ფორმულირებას, რომელიც იყო იანვრის სესიაზე
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია გაიმეორებს „იანვრის სესიაზე მიღებულ მწვავე ფორმულირებას, როდესაც უარი უთხრეს ივანიშვილის რეჟიმის წევრებს ასამბლეაზე მუშაობაზე“. მისივე თქმით, მონიტორინგის კომიტეტის წევრები მუშაობენ რეზოლუციაზე, რომლის თანახმადაც საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი. „მონიტორინგის კომიტეტის წევრები გუშინ და დღეს მუშაობენ რეზოლუციაზე, რომელსაც ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს საქართველოზე საგანგებო დებატების შედეგად. დიდი ალბათობით, ეს რეზოლუცია გაიმეორებს ძალიან მწვავე ფორმულირებას, რომელიც ვიხილეთ იანვრის სესიაზე, როდესაც უარი უთხრეს ივანიშვილის რეჟიმის წევრებს ასამბლეაზე მუშაობაზე მანამ, სანამ საქართველოში არ ჩატარდება თავისუფალი სამართლიანი ახალი საპარლამენტო არჩევნები და არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი. დიდი ალბათობით, იგივე მოთხოვნები დარჩება ძალაში, რაც ნიშნავს იმას, რომ წულუკიანს და სხვებს, ივანიშვილის რეჟიმის მსახურებს თეორიულადაც კი მხოლოდ ოპოზიციის რანგში შეეძლებათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნება, რადგან ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები მათი რეჟიმის დამარცხებას მოიტანს და საქართველოს დააბრუნებს ევროპული განვითარების გზაზე,” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. თინა ბოკუჩავას კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)