|
2025-04-09 13:44:26, 572 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - უცხოური ძალის მართული ჯგუფები ცდილობენ, არეულობა და დისონანსი შემოიტანონ
იმ მოცემულობაში, როცა უცხო ქვეყნის ელჩებს ტაშისკვრით მიაცილებენ მემორიალთან, ეს სწორედ უცხოური ძალის მართული გარკვეული ჯგუფები, ცდილობენ, რომ არეულობა, დისონანსი, ის მდგენელი შემოიტანონ, რომელიც ნამდვილად არ ეკადრება ქართველ ხალხს და ქართველ ერს დღევანდელ დღეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტთან დღეს მიმდინარე პროტესტი უცხოური ძალის მიერ აგენტურის მართვისა და ქართველებისთვის მნიშნელოვანი დღის, ვიწროპარტიული მიზნების მისაღწევად პროვოკაციის მოწყობის მცდელობის ნათელი მაგალითია. ამის მიუხედავად, მათიკაშვილის თქმითვე, როგორც 36 წლის წინ, ახლაც, ქართველი ერი მეტად გაერთიანდება და „ვერც ერთი უცხო ძალა ვერ შეძლებს საქართველო შეაშინოს“. „ეს არის ნათელი მაგალითი უცხოური ძალის მიერ აგენტურის მართვის და მცდელობის, რომ ამ ღირსებით და ტრაგიზმით სავსე დღეს, რომელიც ერთიანობის სიმბოლო უნდა იყოს, მოაწყონ პროვოკაცია საკუთარი ვიწროპარტიული, ქვეყნის ფარგლებს გარედან მართული მიზნების განსახორციელებლად. როგორც მაშინ, 36 წლის წინ, ქართველი ხალხი დადგა მტკიცედ, მიუხედავად იმ დანაშაულისა, რაც ჩაიდინეს ჩვენი - ქართველების წინააღმდეგ 9 აპრილს, ამ ყველაფერმა პირიქით, ერის კონსოლიდაცია, გაერთიანება და შემდგომში უკვე დამოუკიდებლობის გამოცხადება გამოიწვია, დღესაც, ვერც ერთი უცხოური ძალა ვერ შეძლებს იმას, რომ ქართველთა მტკიცე ნაბიჯებით სვლა ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვისკენ, იყოს შერყეული. ამიტომაც, ეს გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის ღიად და საჯარო უნდა იყოს ნათქვამი, რომ უცხოური ძალა, საქართველოს და ქართველებს ვერანაირად ვერ შეაშინებს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)