2025-04-08 10:12:27, 644 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 23 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 23 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 23 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 19 დრონი კურსკის ოლქის, ხოლო 4 ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,