08:57 - 13 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 23:00:08, 1310 ნახვა

როგორ გააყალბებს ოცნების რეჟიმი ნებისმიერ არჩევნებს

დღეს უფრო მეტი მოქალაქე სვამს კითხვას, აქვს თუ არა არჩევნებს აზრი. "ქართული ოცნების" პირობებში  მმართველი რეჟიმის ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ თამამასდ შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებზე დამკვირებლები და სადამკვირებლო პროცესი აკრძალა რაც იოლად აძლევს მთავრობას იმის შესაძლებლობას რამდენი ხმაც უნდათ იმდენი მიიღონ- ანუ არჩევნები სრულად გააყალბონ.

საარჩევნო პროცეში შეზღუდეს მედიაც. მედიის წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე ფოტოს ან ვიდეოს გადაღება შეეზღუდებათ არა უმეტეს ერთხელ და არა უმეტეს ათი წუთის განმავლობაში, ხოლო უფრო ხანგრძლივი გაშუქება მხოლოდ საუბნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილიდან იქნება დაშვებული.

ცესკომ შეიტანა 2023 წლის 6 თებერვლის დადგენილებაში “კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ".

ცვლილების მიხედვით:

"კენჭისყრის ჩატარებისას, გარდა საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერი პირის მიერ დაუშვებელია:

ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება;

ბ) ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა;

გ) ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება აწ სხვაგვარი დამუშავება.”

ნინო დოლიძის განცხადებას. მოგვიანებით წერილობით უპასუხა ცენტრალურმა საარჩვნო კომისიამ და "მანიპულირების მორიგი კამპანია" უწოდა.

ცესკოს თანახმად "საარჩევნო კოდექსი ყოველთვის კრძალავდა ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და/ან გამჟღავნებას".

"ერთია, სიის საჯარო ვერსია, რომელიც გაიცემა ყველა დაინტერესებულ უფლებამოსილ მხარეზე და მეორე, საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ვერსია - ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიები ამომრჩეველთა ყველა პერსონალური მონაცემების ჩათვლით. ეს უკანასკნელი ვერსია არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და შესაბამისად, მისი გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება კანონით აქამდეც აკრძალული იყო", - წერს ცესკო და განმარტავს, რომ "დადგენილებით არ შეუზღუდავს და ვერც შეზღუდავდა" დამკვირვებლების უფლებებს. "ცესკომ მხოლოდ დააზუსტა კენჭისყრის პროცედურები ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემებისა და გაკეთებული არჩევანის გამჟღავნებისგან დაცვის მიზნით."

"აშკარაა, რომ სამწუხაროდ, საქმე გვაქვს არა საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე ზრუნვასთან, არამედ უკვე კარგად ნაცნობ გეგმასთან, როდესაც პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები სოციალურ ქსელში ავრცელებენ დეზინფორმაციას, იმ მიზნით რომ შემდეგ ეს თემა განავრცოს და გაავრცელოს ზოგიერთმა მიკერძოებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიასაშუალებამ, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

"კარუსელის" შემთხვევებზე, როგორებიცაა ერთი ამომრჩევლის მიერ რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა, ასევე სხვისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ან პასპორტით არჩევნებში მონაწილეობა, დამკვირვებელი ორგანიზაციები საქართველოში ელექტრონული წესით პირველად 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ავრცელებდნენ ინფორმაციას.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარე ნინო დოლიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილებაში შეტანილ ცვლილებას შეეხება და რომელიც, მისი სიტყვებით, ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას.

“ამ ცვლილებით, დამკვირვებლები ვეღარ შეძლებენ აღმოაჩინონ პირები, რომლებიც სხვის ნაცვლად ცდილობენ ხმის მიცემას (ე.წ. “კარუსელი”), რაც არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ მთავარ მეთოდს წარმოადგენს”, - წერს ნინო დოლიძე.

დოლიძეს მოგვიანებით წერილობით უპასუხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მის განცხადებას "მანიპულირების მორიგი კამპანია" უწოდა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 4 აპრილს ბრიფინგზე გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაში შეტანილ ცვლილებას, რომელიც "სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარე ნინო დოლიძემ "კარუსელის" აღმოჩენის შეუძლებლობისკენ მიმართულად შეაფასა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შეტანილი ცვლილებები "პირდაპირი აღიარებაა იმის, რომ გაყალბების ერთ-ერთი ფორმა [იყო], როდესაც ადამიანებს პირადობის დამტკიცებას და დადასტურებას არ სთხოვდნენ". მისი სიტყვებით, მიღებული ცვლილება "არის ლეგალიზება ამ გაყალბების ფორმის , ანუ „კარუსელების“ ლეგალიზება".

"ეს იმის მაჩვენებელია, რომ ძალიან ნერვიულობენ და არჩევნებისთვის ემზადებიან. ვისაც ეჭვი აქვს, რომ რაღაც მომენტში იძულებულები გახდებიან, დანიშნონ საპარლამენტო არჩევნები, სჯობს უყუროს იმას, რას აკეთებენ და რამდენად ემზადებიან. იციან, რომ მოუწევთ არჩევნების დანიშვნა და ამისთვის ყველა კუთხით ეს არის მაქსიმალურად ყველაფრის დაზღვევა. მაგრამ ესეც არ გამოუვათ! ესეც იმის ნიშანია ჩვენთვის, „წინააღმდეგობის პლატფორმისთვის“, რომ ჩვენც უნდა მზად ვიყოთ. მზადყოფნა იმას ნიშნავს, რომ დამკვირვებლების ჯარი იყოს მომზადებული და დღესვე დავიწყოთ ამისთვის მზადება. ეს არის სწორი გზა და ჩვენ, ყველანი ერთად, ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ნათია მეზვრიშვილმა ასევე გააკრიტიკა ცვლილებები და აღნიშნა, რომ „’ოცნება’ ემზადება არჩევნებისთვის. მიმდინარეობს ზეწოლის, კორუფციის, მანიპულაციის ყველანაირი რესურსის მობილიზაცია და ცენტრალიზება და 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მეტად კონსოლიდაცია“.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
13 აპრილი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
დონალდ ტრამპი ტარიფების გამო იმედგაცრუებულია მისი მრჩევლებით -Bild
უწყვეტი პროტესტის 136 დღე - რუსთაველის გამზირი დღესაც გადაკეტილია
აშშ-მ გადაწყვიტა, გაათავისუფლოს ელექტრონიკა ტარიფებისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE
სალომე ზურაბიშვილის სპეციალური განცხადება #EPN #გააზიარე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics