|
2025-04-07 17:11:04, 670 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი ჩამოწერის რეჟიმშია
სალომე ზურაბიშვილი ჩამოწერის რეჟიმშია, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი - მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ვამბობ, რომ მან ქვეყანას უღალატა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ადამიანების გარკვეული ჯგუფი მოღალატედ რაცხავდა, მაგრამ ქვეყნის ღალატის შემდეგ კი, ის გმირად შერაცხეს. „სალომე ზურაბიშვილი ჩამოწერის რეჟიმშია, როგორც ნებისმიერი ვადაგასული პროდუქტი და ეს ჩამოწერის პროცესი გაგრძელდება, კონკრეტული პარტიებიც კი დაუპირისპირეს. 2018 წელს დავეხმარეთ, მაშინ მოღალატედ მოიხსენიებდა ადამიანების გარკვეული რაოდენობა მას და როგორც კი მან სამშობლოს უღალატა გმირად გამოაცხადეს. მან სამშობლოს უღალატა, მაგრამ მას სამშობლო არ აქვს, ამიტომ ვამბობ, რომ მან ქვეყანას უღალატა. მე ძალიან პირნათელი ვარ ჩემი მოქალაქეებს წინაშე, ჩემი აგური მაქვს დადებული საქართველოში უკრაინული სცენარის თავიდან არიდებაში. საქართველო კი ჩემი სამშობლოა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გარდა ამისა, მან ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე და აღნიშნა, რომ ეს „ქართული ოცნებისთვის“ საინტერესო საერთოდ არ არის. „ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვფიქრობთ წინა, საპარლამენტო არჩევნებზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებას. წინაზე ავიღეთ 54% და ვფიქრობთ, რომ აქ უფრო მაღალი შედეგის მიღება შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, 64-ივე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს“, - აღნიშნა კობახიძემ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)