04:55 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 17:00:07, 743 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - უკრაინაში არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი

საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ მეორე ფრონტის თავიდან არიდება, ამის გამო არის „დიფ სთეითი“ გაგულისებული და შესაბამის ქმედებებში ევროპულ ბიუროკრატიას იყენებენ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, გარე დაფინანსება გამოიყენებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად, ქვეყნის ასარევად და ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დასაბრუნებლად.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, „დიფ სთეითმა“ უკრაინაში ომის გახანგრძლივება ევროპულ სტრუქტურებს დაავალა.

„მანამდე ამერიკული სტრუქტურებიც იყო ჩართული ამ პროცესში, ახლა თავიდან ბოლომდე ექსკლუზიურად, ევროპულ სტრუქტურებს დაავალა „დიფ სთეითმა“ უკრაინაში ომის გახანგრძლივება. იგივე ხდება სწორედ ორგანიზაციების დაფინანსების კუთხითაც. ამერიკული ფონდებიდან აღარ ფინანსდება ანტისახელმწიფოებრივი პროცესები, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში და სხვა ქვეყნებში და ეს ტვირთი თავის თავზე ააღებინეს ევროპულ სტრუქტურებს. ძალიან სამწუხაროა, თუმცა თქვენ იცით, რომ მანამდე ორი ფრონტიდან გვიტევდნენ და აქაც მოვახერხეთ საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. თუ ევროპული სტრუქტურებიდან ევროპული ბიუროკრატიის მიერ მოხდება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების დაფინანსება, ამასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, გვექნება ჩვენი რეაგირება. ჩვენ ბოლომდე უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები. „დიფ სთეითს“ აქვს თავისი ინტერესები. ის ამისთვის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და ბოლომდე დავიცავთ ამ ინტერესებს.

ეროვნული ინტერესი არის იმის არ დაშვება, რაც მოხდა უკრაინაში. უკრაინაში იყო და არის ომი, განადგურება, უზარმაზარი მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ამის საპირწონედ არის კარგი თანამშრომლობა ევროპულ ბიუროკრატიასთან, მაგრამ მერწმუნეთ, უკრაინელი ხალხისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics